ბათუმი-ქობულეთის გზაზე მომხდარი ავარიის დროს მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა - კვირის პალიტრა

ბათუმი-ქობულეთის გზაზე მომხდარი ავარიის დროს მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა

ბათუმი-ქობულეთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად, ასევე, ერთი ადამიანი დაშავდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"