"მინდა ცოტა გაგახალისოთ" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი? - კვირის პალიტრა

"მინდა ცოტა გაგახალისოთ" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"მინდა ცოტა გაგახალისოთ. ამასწინათ ყოველთვიურ "მოკლევადიან პაემანზე" შემოსული იყვნენ გიული და ნიკუშა (ამერიკაში გამგზავრების წინ) და ვიხილავდით ნიკუშას ინდოელ შეყვარებულს, რომელიც საქართველოში იყო სტუმრად. ხოდა მე ვთქვი - რა მნიშვნელობა აქვს რა ეროვნების იქნება, ღია იქნება თუ მუქი, მთავარია ადამიანი იყოს და ვირი არ შეგიყვარდეს-თქო, რაზეც ნიკუშა მპასუხობს, ვირის შეყვარება კიდევ არ არ არის ყველაზე საშინელება, აი ადამიანი რომ გგონია და მერე დიდი ვირი აღმოჩნდება ეგ არის ნამდვილი კატასტროფაო ხუმრობა იქით იყოს და ნიკუშა, როგორც ჯენზის აბსოლუტური უმრავლესობა, წვეთ ალკოჰოლს არ სვამს, სიგარეტს არ ეწევა (ნუ სხვა რამის მოხმარებაზე საუბარიც კი ზედმეტია). ნიკუშა დამატებით ასევე ვეგეტარიანელია. საოცარი თაობა წამოვიდა 90-იანების თაობის, ჩემი თაობის საუკეთესონი ომში დაიღუპნენ, ნაწილი ნარკომანიამ და კრიმინალმა შეიწირა, ბევრმა ვერ გაუძლო მძიმე წლებს და უბრალოდ ვერ შედგნენ და საბოლოო ჯამში ეს დაკარგული თაობა იყო, დღევანდელი ჯენზი (ქოლ ცენტრებში დასაქმებულთა გამოკლებით) არსად დაიკარგება და უმაგრეს შედეგებს დადებს" - წერს სააკაშვილი.