"მამუკა მდინარაძე შიდა პატიმრობაშია - მომავალ კვირას დაგეგმილია სამთავრობო ცვლილებები და დაჭერები - რუსული ოცნების ბოლო ჟამია" - რას წერს ლაშა ფარულავა?
მამუკა მდინარაძე შიდა პატიმრობაშია - „ოცნების“ საერთო ჩრდილოვანი და კორუფციული ყულაბიდან ფულის გაწევასა და კრიპტოში გადაცვლას ედავებიან, ამიტომ მის თითოეულ ნაბიჯს, სატელეფონო ზარსა და მოქმედებას ბიძინა ივანიშვილის დავალებით ანზორ ჩუბინიძე აკონტროლებს , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, მომავალ კვირას სამთავრობო ცვლილებები და დაკავებებია დაგეგმილი. ფარულავას ინფორმაციითვე, „სამიზნეშია კულტურის ყოფილი მინისტრი თიკა რუხაძე, რომელმაც პატრიარქის დაკრძალვის ფული გაწია.“
ფარულავა აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ „ბოლო ჟამია“, ხოლო ოპოზიცია უნდა მოემზადოს ძალაუფლებისა და პასუხისმგებლობის ასაღებად.
„მამუკა მდინარაძე შიდა პატიმრობაშია. „ოცნების“ საერთო ჩრდილოვანი და კორუფციული ყულაბიდან ფულის გაწევასა და კრიპტოში გადაცვლას ედავებიან, ამიტომ მის თითოეულ ნაბიჯს, სატელეფონო ზარსა და მოქმედებას ბიძინა ივანიშვილის დავალებით ანზორ ჩუბინიძე აკონტროლებს.
„ოცნების“ ქაღალდის გენერალს მოუხსნეს მეგობრები: შემოსავლების სამსახურისა და ფინპოლის უფროსები, მიხეილ მაღლაკელიძე და ლევან ხარაბაძე. გააგრძელეთ კითხვა