ტრამპი ზელენსკის - შეწყვიტე რუსეთში დიზელის წარმოებაზე თავდასხმები... პუტინს ტანკებში ჩასასხმელი დიზელი შემოაკლდა...
ადამიანი, გინდ ჩვეულებრივი და გინდაც მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს პრეზიდენტი, ერთხელ თუ „შეუბერავს“, ეს უკვე ბოლომდეა...
აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა ტრამპმა რამდენიმე საათის წინ მორიგი „მარგალიტები“ გადმოაფრქვია - “ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს. მომწონს ის… ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს - მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის მარაგების განადგურება. ურტყამდეს მიზნებს, მაგრამ დიზელის საწვავს არა, ვინაიდან ეს დეფიციტს იწვევს.
ეს [დეფიციტი] ახლო აღმოსავლეთის გამო არაა, ეს იმითა გამოწვეული, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის ხდება.
ასე რომ, ბატონ ზელენსკის ვესაუბრეთ ამაზე. უამრავი სხვა სამიზნეა - ნუ ურტყამთ დიზელის საწვავს, ვინაიდან ეს მთლიანად მსოფლიოს აზიანებს. არ გვინდა, რომ დიზელის საწვავს ურტყამდეს,” - განაცხადა ტრამპმა.
ანუ ამერიკის პრეზიდენტი თითქმის კატეგორიულად მოითხოვს იმ მეომარი ქვეყნიდან, რომელიც თავს იცავს აგრესორი მეზობლისგან, რომ უკრაინული ქალაქების ყოველღამისეული დაუნდობელი დაბომბვების საპასუხოდ შეაჩეროს უკრაინული კამიკაძე-დრონების შეტევები მოწინააღმდეგის ზურგში იმ სტრატეგიული მნიშვნელობის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რომელთა მიერ გამომუშავებული საწვავი (ბენზინი,დიზელი,საავიაციო ნავთი,მაზუთი)ისხმება იმ რუსულ კამიკაძე-დრონებში,ტანკებში,თვითმფრინავებში,შვეულმფრენებსა და სამხედრო ხომალდებში,რომლებიც მეხუთე წელია სიკვდილს სთესავენ უკრაინის მიწაზე,ცაში და ზღვაში?
რას გულისხმობს პრეზიდენტი ტრამპი ამ მოწოდების სიტყვებში- „… ურტყამდეს მიზნებს, მაგრამ დიზელის საწვავს არა...“ და „...უამრავი სხვა სამიზნეა - ნუ ურტყამთ დიზელის საწვავს…“,იქნებ იმას,რომ უკრაინამ მოწინააღმდეგის სამხედრო და ორმაგი დანიშნულების სამიზნეების ნაცვლად,პუტინის რუსეთივით, ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობის მასიური დაბომბვები დაიწყოს?
რატომ აქვს გართულება ტრამპს მაინდამაინც დიზელის საწვავზე ან კიდევ ის არ იცის(მრჩევლებს მაინც არ უსმენს),რომ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში პირველივე ტექნოლოგიურ ეტაპზე-სეპარაციაზე(ფრაქციული გამოხდა) ნედლი ნავთობისგან სამივე ფრაქციის მიღება ხდება და თუკი დიზელს(საშუალო ფრაქცია) „დაინდობენ“,ბუნებრივია მაშინ არც ბენზინს და არც საავიაციო ნავთის ფრაქციებს არ უნდა შეეხონ,რადგან ეს ერთმანეთის მიყოლებით მიმდინარე ფიზიკური პროცესია.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტრამპი უკრაინელებისგან ფაქტობრივად მოითხოვს,სრულად შეწყვიტონ შეტევები რუსულ წარმოების ყველა სახის საწვავზე.
ვთქვათ, მართლაც დაყვა კიევი ტრამპის ამ მოთხოვნას და არარ შეუტია, კონკრეტულად რუსული დიზელის საწვავის მარაგებს,რას მიიღებენ ამით უკრაინის დამცველები ფრონტის ხაზზე?
დიზელის საწვავზე მუშაობს რუსეთის არმიის სახმელეთო ჯარების თითქმის ყველა საბრძოლო და დამხმარე ტექნიკა,მათ შორის ტანკები,ქვეითთა საბრძოლო მანქანები,ჯავშანტრანსპორტიორები,თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, ბალისტიკური და საზენიტო რაკეტების გამშვები მობილური დანადგარები და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია,ათასობით სატვირთო „ურალი“ და „კამაზი“.
და თუკი უკრაინა აქვს შანსი,აგრესორი რუსეთის ამ ძირითად სახმელეთო შემტევ ძალას დიზელის საწვავის
მნიშვნელოვანი დიფიციტი შეუქმნას და ამ შანსით არ ისარგებლებს,ეს დააჩქარებს უკრაინის ოკუპაციის კრემლის ტემპებს.
პრეზიდენტი ტრამპი იმით ხსნის მსოფლიოში დიზელის საწვავიზე დეფიციტის შექმნას,რომ თურმე უკრაინელი კამიკაძე-დრონები „ამოსუნთქვის“ საშუალებას არ აძლევენ „საწყალ“ რუსეთს...
და ამასთან ცდილობს მიჩქმალოს თავისი უდიდესი პოლიტიკური,სამხედრო და ეკონომიკური სახის შეცდომები,რისი დაშვებაც მოასწრო პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებიდან 601 დღე-ღამეში(13 სექტემბრისთვის),რომელთა შორის უმთავრესი მაინც ირანზე ისრაელთან ერთად თავდასხმა და იმ შეიარაღებული დაპირისპირების გაგრძელებაა,რომლის ბოლო ჯერ არ ჩანს და რომელმაც საწვავის მსოფლიო ბაზარზე არა მარტო დიზელის,არამედ ბენზინისა და საავიაციო ნავთის ფასის ავარდნაც გამოიწვია...
ტრამპს მსოფლიო ბაზარზე დიზელის საწვავზე დეფიციტის გადაბრალება უკრაინისთვის იმიტომაც სურს,რომ მოახლოვდა 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ის კონგრესში,რომელშიც ტრამპის რესპუბლიკის პარტიის კანდიდატებს მეტწილად წაგება ელოდებათ,მათ შორის ლიდერის-თავად ტრამპის მრავალი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური შეცდომების გამო...
ამერიკელ ამომრჩეველს ტრამპზე გაბრაზების სერიოზული საფუძველი აქვს-თუკი 1ლ დიზელის საწვავის ფასი აშშ-ის ავტოგასამართ სადგურებზე ღირდა 0,99 დოლარი ა.წ.-ის თებერვლის ბოლოსთვის(ანუ ამერიკა-ისრაელის ირანზე შეტევის წინ),ომის ექვს თვეში,სექტემბრის დასაწყისში ის ლიტრაზე 1,55 დოლარამდე გაიზარდა, 11 სექტემბრისთვის დიზელის საშუალო ფასმა ერთ გალონზე (დაახლოებით 3,8 ლიტრი) გადააჭარბა 6 დოლარს,რაც ამერიკის ისტორიაში პირველად მოხდა...
პრეზიდენტი ტრამპი ჯერ კიდევ ძალიან ბევრ წარმოუდგენელ,არალოგიკურ განცხადებას გააკეთებს რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში და ოფიციალური კიევისთვის და მთლიანად უკრაინელი ხალხისთვის უკეთესი იქნებოდა,თუკი ტრამპს საერთოდ „ჩამოაცილებენ“ ე.წ. სამშვიდობო მოლაპარაკებებს,რომლებიც რეალურად წარმოადგენს პუტინის მოთხოვნების გამეორებასა და იძულების მცდელობას უკვე ტრამპის მხრიდან მთელი უკრაინის საზიანოდ...