“მთე­ლი ზა­ფხუ­ლი მან იმ უკ­რა­ი­ნელ გო­გოს­თან გა­ა­ტა­რა, რო­მელ­მაც სა­ბო­ლო­ოდ, და­ღუ­პა“ - დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე, ნინო ცხოვრებაძე მიმართვას ავრცელებს - კვირის პალიტრა

“მთე­ლი ზა­ფხუ­ლი მან იმ უკ­რა­ი­ნელ გო­გოს­თან გა­ა­ტა­რა, რო­მელ­მაც სა­ბო­ლო­ოდ, და­ღუ­პა“ - დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე, ნინო ცხოვრებაძე მიმართვას ავრცელებს

გარ­დაც­ვლი­ლი აფხა­ზი ბლო­გე­რის, დაურ ბუ­ა­ვას ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, ნინო ცხოვ­რე­ბა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს.

"კო­მენ­ტა­რი გინ­დო­დათ? მი­ი­ღეთ. რა­ტომ­ღაც ადა­მი­ა­ნებს ჰგო­ნი­ათ, რომ თუ ბლო­გერს ხში­რად ხე­და­ვენ ინ­ტერ­ნეტ­ში, ესე იგი, პი­რა­დად იც­ნო­ბენ მას... ვიცი, რომ ყვე­ლას­თვის დაურ ბუ­ა­ვა არის გმი­რი, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის­თვის იბ­რძო­და.

მე ვერ და­ვუ­კარ­გავ მას იმ გზას, რო­მე­ლიც თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ი­ა­რა. მაგ­რამ როცა მიგ­ზავ­ნით წყევ­ლას ან შე­უ­რა­ცხყო­ფას, გა­ვი­წყდე­ბათ, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი - იმ პრო­ექ­ტე­ბი­სა და ვი­დე­ო­ე­ბის 70%-ში, რომ­ლებ­საც და­უ­რი ქმნი­და, კადრს მიღ­მა მე ვი­დე­ქი, სა­დღაც ჩემი მონ­ტა­ჟი იყო, სა­დღაც - ჩემი იდე­ე­ბი, თით­ქმის ყვე­ლა ვი­დე­ო­ში ხე­ლით ვწერ­დი სუბტიტ­რებს. თქვენ ვე­რას­დროს გა­ი­გებთ, რამ­დე­ნად რთუ­ლი გზა გა­ვი­ა­რე მას­თან და მის შემ­დეგ...

მე და და­უ­რი ამ წლის იან­ვარ­ში დავ­შორ­დით და უკვე 8 თვეა, რაც სხვა ქვე­ყა­ნა­ში ვიმ­ყო­ფე­ბი. და­უ­რი ჩემ­ზე 9 წლით უფ­რო­სი იყო. 32 წლის გახ­დე­ბო­და დე­კემ­ბერ­ში. ჩვენ ძა­ლი­ან რთუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, რო­მელ­მაც სა­ბო­ლო­ოდ მთლი­ა­ნად გა­მომ­ფი­ტა. თუ ის სა­კუ­თარ თავ­ზე ზრუნ­ვას ვერ ახერ­ხებ­და, რო­გორ ფიქ­რობთ, შეძ­ლებ­და ჩემ­ზე, ან ზო­გა­დად, ოჯახ­ზე ზრუნ­ვას?

და იცით, რამ­დე­ნი ტყუ­ი­ლი ამო­ტივ­ტივ­და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ? თით­ქმის მთე­ლი ზა­ფხუ­ლი მან იმ უკ­რა­ი­ნელ გო­გოს­თან გა­ა­ტა­რა, რო­მელ­მაც სა­ბო­ლო­ოდ, და­ღუ­პა. ის აგ­რძე­ლებ­და ამ ცხოვ­რე­ბას, მე კი, თქვე­ნი აზ­რით, 23 წლის ასაკ­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა ამე­ტა­ნა?

განაგრძეთ კითხვა