რატომ დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა?! - კვირის პალიტრა

რატომ დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა?!

ყოფილ ვიცე-პრემიერსა და რეგიონული განვითარების ყოფილ მინისტრს მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიიღო.

მთავრობის განკარგულება, რომლითაც ეს საკითხი რეგულირდება 8 სექტემბრითაა დათარიღებული, თუმცა ის მთავრობის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 4¹ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის №73 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხის“ მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის ყოფილ წევრს - მამუკა მდინარაძეს დაენიშნოს სახელმწიფო დაცვა, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2027 წლის 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა