ქარელში ანთიმოზ ივერიელის სახელობის საკვირაო სკოლა გაიხსნა - კვირის პალიტრა

ქარელში ანთიმოზ ივერიელის სახელობის საკვირაო სკოლა გაიხსნა

ქა­რელ­ში, წმინ­და მღვდელ­მო­წა­მე ან­თი­მოზ ივე­რი­ე­ლის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის ეზო­ში, ან­თი­მოზ ივე­რი­ე­ლის სა­ხე­ლო­ბის საკ­ვი­რაო სკო­ლა გა­იხ­სნა.

სკო­ლის შექ­მნის ინი­ცი­ა­ტი­ვა ტაძ­რის წი­ნამ­ძღვარს, დე­კა­ნოზ ვი­ტა­ლი ღვი­ნი­აშ­ვილს ეკუთ­ვნის. სკო­ლის მი­ზა­ნია ბავ­შვე­ბის­თვის ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის, ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და ეროვ­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გაც­ნო­ბა და იმ ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­და­ცე­მა, რო­მე­ლიც თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მოჰ­ყვე­ბა.

სკო­ლა­ში სწავ­ლა სრუ­ლი­ად უფა­სოა. ბავ­შვებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, შე­ის­წავ­ლონ ხატ­წე­რა, ხელ­საქ­მე, ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა და ქარ­თუ­ლი გა­ლო­ბა. შე­მოქ­მე­დე­ბით და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მო­ში ისი­ნი არა მხო­ლოდ ახალ უნა­რებს შე­ი­ძე­ნენ, არა­მედ უკეთ გა­ეც­ნო­ბი­ან ქარ­თულ კულ­ტუ­რას, სუ­ლი­ერ მემ­კვიდ­რე­ო­ბა­სა და ეროვ­ნულ ტრა­დი­ცი­ებს.

სკო­ლის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, საკ­ვი­რაო სკო­ლის იდეა ეფუძ­ნე­ბა რწმე­ნას, რომ ეროვ­ნუ­ლი თვითმყო­ფა­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და გაძ­ლი­ე­რე­ბა ბავ­შვო­ბი­დან იწყე­ბა - სა­კუ­თა­რი კულ­ტუ­რის, ის­ტო­რი­ი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის გაც­ნო­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით. ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა, გა­ლო­ბა, ხე­ლოვ­ნე­ბა და ხალ­ხუ­რი ხელ­საქ­მე ჩვე­ნი მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნა­წი­ლია, რომ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის გა­და­ცე­მა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

სკო­ლის სა­ხელ­წო­დე­ბაც სიმ­ბო­ლუ­რია. ან­თი­მოზ ივე­რი­ე­ლი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და ეროვ­ნუ­ლი თვითმყო­ფა­დო­ბის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი მოღ­ვა­წეა, რომ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბამ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებს გას­ცდა და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის მნიშ­ვნე­ლო­ბა ევ­რო­პულ სივ­რცე­შიც წარ­მო­ა­ჩი­ნა.

ან­თი­მოზ ივე­რი­ე­ლის სა­ხე­ლო­ბის საკ­ვი­რაო სკო­ლა ქა­რელ­ში მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის მხარ­და­ჭე­რით გა­იხ­სნა.

სკო­ლის გახ­სნის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მიწ­ვე­ულ­ნი იყ­ვნენ „ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო–ლე­ლოს“ გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ირაკ­ლი კუპ­რა­ძე და კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რე­ბი.

NS