"თა­ვი­დან მე­გო­ნა, რომ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე­ზე ეგო­ნათ-მეთ­ქი, ასეთ სი­სუ­ლე­ლე რო­გორ გა­ა­კე­თეს-მეთ­ქი, მაგ­რამ იუ­რის­ტებ­თან კონ­სულ­ტა­ცია რომ გა­ვი­ა­რე, უბ­რა­ლოდ გა­მო­რი­ცხუ­ლია" - რას ამბობს თორნიკე რაზმაძე? - კვირის პალიტრა

"თა­ვი­დან მე­გო­ნა, რომ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე­ზე ეგო­ნათ-მეთ­ქი, ასეთ სი­სუ­ლე­ლე რო­გორ გა­ა­კე­თეს-მეთ­ქი, მაგ­რამ იუ­რის­ტებ­თან კონ­სულ­ტა­ცია რომ გა­ვი­ა­რე, უბ­რა­ლოდ გა­მო­რი­ცხუ­ლია" - რას ამბობს თორნიკე რაზმაძე?

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტის, თორ­ნი­კე რაზ­მა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ვე­რა­ვინ იტყვის, რომ მის მი­მართ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის შე­უ­რა­ცხყო­ფის გამო და­ი­წყო, რად­გან ოქ­მში წე­რია, რომ საქ­მე აღ­ძრუ­ლია 166-ე მუხ­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში ბილ­წსი­ტყვა­ო­ბას, ხოლო თუ ჩათ­ვლიდ­ნენ, რომ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს ან რო­მე­ლი­მე მა­ღალ­ჩი­ნო­სანს მი­ა­ყე­ნა შე­უ­რა­ცხყო­ფა, მა­შინ 173-ე მუხ­ლით უნდა აღ­ძრუ­ლი­ყო.

“პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში “რე­ზი­უ­მე“ თორ­ნი­კე რაზ­მა­ძე აცხა­დებს, რომ მო­ი­თხოვს, სა­სა­მარ­თლო სხდო­მე­ბი იყოს ღია და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში გან­ცხა­დე­ბა უკვე შე­ი­ტა­ნა.“პრო­პა­გან­დის­ტუ­ლად და­წე­რეს “ტვ იმე­დის“ და “რუს­თა­ვი 2-ის“ "ქარ­დებ­ზე", რომ გა­მოვ­ლინ­და ორი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა, თორ­ნი­კე რაზ­მა­ძის და კი­დევ ამა და ამ პი­რის, რო­მელ­მაც შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს. “რომ­ლებ­მაც შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნე­სო“ კი არა “რო­მელ­მაც“. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ვერ იტყვი­ან იმი­ტომ, რომ ოქმი მი­ჭი­რავს ხელ­ში. ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე აღ­ძრუ­ლია 166-ე მუხ­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში ბილ­წსი­ტყვა­ო­ბას. რომ ჩა­ეთ­ვა­ლათ, რომ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს ან რო­მე­ლი­მე მა­ღალ­ჩი­ნო­სანს მი­ვა­ყე­ნე, მა­შინ ეს არის 173-ე მუხ­ლი და ეს კა­ნო­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებს პირ­და­პირ იმ ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლი და გვა­რის ჩა­წე­რას ოქ­მში, რო­მელ­საც, მათი აზ­რით, შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ვა­ყე­ნე. ასე მა­ნი­პუ­ლა­ცი­უ­რად იმი­ტომ და­წე­რეს, რომ პრო­პა­გან­დის­ტე­ბის­თვის მი­ე­ცათ სათ­ქმე­ლი, ბო­ლოს ალ­ბათ იტყვი­ან “უი, ვერ გა­ვარ­კვი­ეთ“.

იმ ვი­დე­ო­ში მე ვა­კე­თებ პა­რა­ლელს, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ რი­ტო­რი­კას ემ­თხვე­ვა-მეთ­ქი. გი­ნე­ბა ვი­დე­ო­ში არაა, გი­ნე­ბა და­წე­რი­ლია კო­მენ­ტარ­ში და ვი­ყე­ნებ მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნის ცი­ტა­ტას, რომ ერეკ­ლე მე­ო­რე მუხ­ლებ­ზე დამ­დგა­რი მო­ვი­დაო და მა­გის გამო ვა­ყე­ნებ შე­უ­რა­ცხყო­ფას. ყვე­ლას­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­სა­გე­ბია, რომ ეს ეხე­ბო­და მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ანს. თა­ვი­დან მე­გო­ნა, რომ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე­ზე ეგო­ნათ-მეთ­ქი, ასეთ სი­სუ­ლე­ლე რო­გორ გა­ა­კე­თეს-მეთ­ქი, მაგ­რამ იუ­რის­ტებ­თან კონ­სულ­ტა­ცია რომ გა­ვი­ა­რე, უბ­რა­ლოდ გა­მო­რი­ცხუ­ლია, არ გა­მო­დის ეგე­თი რამ. თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის შე­უ­რა­ცხყო­ფა სხვა მუხ­ლია და სა­ხე­ლი და გვა­რი ეწე­რე­ბო­და. ეს არის ამა­თი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი საკ­ვე­ბი, რა­საც საკ­მა­ოდ დიდი ხანი არ გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ. ბო­ლოს არ­ჩი­ეს სი­ჩუ­მე. სა­ბო­ლოო ჯამ­ში ვე­ლო­დე­ბი, რას გა­და­წყვე­ტენ“, - გა­ნა­ცხა­და თორ­ნი­კე რაზ­მა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტმა, თორ­ნი­კე რაზ­მა­ძემ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მას “რუსი პრო­პა­გან­დის­ტე­ბის“ მი­სა­მარ­თით შე­უ­რა­ცხყო­ფას ედა­ვე­ბა. კერ­ძოდ, თორ­ნი­კე რაზ­მა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შსს-ში შექ­მნილ­მა სი­ძულ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლომ, მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნი­სა და ვლა­დი­მერ სა­ლა­ვი­ო­ვის სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის ფაქ­ტზე, მის მი­მართ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო.მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი შსს-ს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის სი­ძულ­ვი­ლის ენის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლომ გან­მარ­ტა, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვისტ თორ­ნი­კე რაზ­მა­ძეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის შე­უ­რა­ცხყო­ფას ედა­ვე­ბი­ან.