­აფეთქება სამშენებლო კომპანია "ნოვას" საწყობში - რას აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში? - კვირის პალიტრა

­აფეთქება სამშენებლო კომპანია "ნოვას" საწყობში - რას აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში?

დღეს, გამ­თე­ნი­ი­სას, თბი­ლის­ში, რამ­დე­ნი­მე უბ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა ძლი­ერ­მა ხმამ გა­აღ­ვი­ძა. თავ­და­პირ­ვე­ლად სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფეთ­ქე­ბა მოხ­და "ნო­ვას" სა­წყობ­ში. მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ, რომ აფეთ­ქე­ბის ხმა ის­მო­და თემ­ქა­ზე, გლ­დან­ში, სან­ზო­ნა­ში, დი­ღომ­ში, ავ­ჭა­ლა­ში.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში "ინ­ტერპრეს­ნი­უსს"და­უ­დას­ტუ­რეს, რომ აფეთ­ქე­ბა მარ­თლაც ფე­იქ­რე­ბის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "ნო­ვას" სა­წყობ­ში მოხ­და.

"აფეთ­ქე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეზო­ში არ­სე­ბულ გა­ზის რე­ზერ­ვუ­არ­ში მოხ­და, რა­საც ძლი­ე­რი ხმა ჰქონ­და, თუმ­ცა მომ­ხდარს ხან­ძა­რი არ მოჰ­ყო­ლია, და­ზი­ან­და სა­წყო­ბის ნა­წი­ლი", - გა­ნა­ცხა­დეს უწყე­ბა­ში. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, არა­ვინ და­შა­ვე­ბულ­მა, თუმ­ცა მომ­ხდარ­მა ახ­ლოს მდე­ბა­რე სახ­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

განაგრძეთ კითხვა