"თუ გურიკა ცუდადაა ან კომაშია, გთხოვთ და გემუდარებით, მიმიყვანეთ მასთან"
"თუ გურიკა ცუდადაა ან კომაშია, გთხოვთ და გემუდარებით, მიმიყვანეთ მასთან" - ამის შესახებ 12 წლის წინ მლეთაში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სოფო ბიბილაშვილის თქმით, მისი ერთი სიტყვა გურამს თვალებს აუხელს.
"თუ გურიკა ცუდადაა ან კომაშია, გთხოვთ და გემუდარებით, მიმიყვანეთ მასთან. ჩემი ერთი სიტყვა გურისთვის თვალის ახელაა. გთხოვთ, გურიკამდე მიმიყვანეთ. გემუდარებით, გული არ გაქვთ?! ნუ ტანჯავთ იქეთ გურის და აქეთ მე"- წერს სოფო ბიბილაშვილი.
ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელია, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.