“გამოკითხვის ოქმებში ფსიქოლოგზე, ფსიქიატრზე და წამლებზეა საუბარი...“ - ახალი დეტალები გაუჩინარებული ბიჭის საქმეში
"გურამ დადიანიძე მამიდას ფსიქოლოგთან დაჰყავდა და მას წამლები ჰქონდა დანიშნული. აღნიშნულთან დაკავშირებით გარკვეული შეკითხვები არსებობს" - ამის შესახებ ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ გადაცემაში "შენი ამბავი თაიასთან" განაცხადა.
ადვოკატის თქმით, ეს ინფორმაცია მას მიაწოდა ჯუმბერ ბუჩაშვილმა, რომელიც გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოებში იყო ჩართული."მე შევხვდი ჯუმბერ ბუჩაშვილს. მისი ინიციატივა იყო. ის უძღვებოდა სამძებრო საქმეს. როდესაც შევხვდი, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომაწოდა. თუნდაც იმასთან დაკავშირებით, რომ მამიდას გურამი ფსიქოლოგთან დაჰყავდა. მას წამლები ჰქონდა დანიშნული და გურამი წამლებს იღებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული შეკითხვები" - ამბობს ადვოკატი.
ტარიელ კაკაბაძემ ასევე აღნიშნა, რომ გამოკითხვის ოქმებში ფსიქოლოგზე და ფსიქიატრზეც არის საუბარი."გამოკითხვის ოქმებში ფსიქოლოგზე, ფსიქიატრზე და წამლებზეა საუბარი, რომელსაც მამიდა ასმევდა გურამ დადიანიძეს. საგამოძიებო ორგანოს მოვთხოვეთ დაადგინონ ფსიქოლოგის და ფსიქიატრის ვინაობა, ვინც პირადად ხვდებოდა გურამს. ჯერჯერობით არ დაუდგენია.