სახიფათო ინციდენტი: რუსულმა ფრეგატმა დანიის სამხედრო ვერტმფრენს მაშხალების ესროლა - კვირის პალიტრა

სახიფათო ინციდენტი: რუსულმა ფრეგატმა დანიის სამხედრო ვერტმფრენს მაშხალების ესროლა

რუსულმა ფრეგატმა დანიის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენის მიმართულებით სასიგნალო მაშხალები გაუშვა, - ინფორმაციას Reuters-ი დანიის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დანიის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსული ფრეგატი დანიის სანაპიროსთან საერთაშორისო წყლებში იმყოფებოდა, როდესაც სამხედრო ვერტმფრენის მიმართულებით ორი სასიგნალო მაშხალა გაუშვა.

მათი ცნობით, ერთ-ერთმა მაშხალამ ვერტმფრენს ძალიან ახლოს ჩაუფრინა.

დანიის თავდაცვის სარდლობაში აღნიშნეს, რომ ვერტმფრენი რუტინულ მისიას ასრულებდა და რუსულ გემს აკვირდებოდა.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა