“ეს იყო ჯოჯოხეთი - სასოწარკვეთა, უიმედობა... მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინაშე" - ექიმი მაია კოხტაშვილი მიმართვას ავრცელებს
"მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო - ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე" - ამის შესახებ ექიმი მაია კოხტაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ცხოვრება არ არის რთული, როცა მართალი ხარ და როცა დასამალი არაფერი გაქვს."მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო - ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე. მადლობა ექიმებს, ჩემს კოლეგებს - სიტყვა რომ შემაწიეთ, გვერდში, რომ დამიდექით, რომ არ მიმატოვეთ. მადლობა მათ, ვინც არ მიცნობდა და მაინც მიცავდა, მაინც სჯეროდა ჩემი. სიმართლის დანახვა დიდი ნიჭი და დიდი მადლია.
მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობელ ადამიანებს, ჩემს მეგობრებს - ამხელა სიყვარულისთვის, ასეთი თავდადებისთვის. მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინაშე - ჩემს ადვოკატებს, ილია ოთარაშვილს და გია ზარდიაშვილს. თითოეული გაღებული ერთი ლარი იმის მიზეზია, რომ დღეს მე ცოცხალი ვარ და ახლა ამის წერის შესაძლებლობა მაქვს, დიახ, მე თქვენ სიცოცხლე მაჩუქეთ.