ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა - კვირის პალიტრა

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა

2026 წლის სექ­ტემ­ბერ­ში სა­პენ­სიო ფონ­დის ჯა­მურ­მა აქ­ტი­ვებ­მა 10 მი­ლი­არდ ლარს, ხოლო ჯა­მურ­მა სარ­გე­ბელ­მა 2.9 მი­ლი­არდ ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა, ხოლო ჯა­მურ­მა სარ­გე­ბელ­მა 2.9 მი­ლი­არდ ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა. სად ინ­ვეს­ტირ­დე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­პენ­სიო და­ნა­ზო­გი, რო­გორ აზღვევს სა­ხელ­მწი­ფო რის­კებს და ინფლა­ცი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­გორ აი­სა­ხე­ბა მი­ღე­ბუ­ლი სარ­გე­ბე­ლი თი­თო­ე­ულ და­საქ­მე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ზე, ამ და სხვა თე­მებ­ზე „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პენ­სიო ფონ­დის სა­ინ­ვეს­ტი­ციო სამ­სა­ხუ­რის მთა­ვა­რი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ოფიც­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელს, ანა ნა­ჭყე­ბი­ას ესა­უბ­რა:

- ქალ­ბა­ტო­ნო ანა, პირ­ველ რიგ­ში, მო­გე­სალ­მე­ბით, მო­დით, სა­უ­ბა­რი და­ვი­წყოთ იმ სი­ახ­ლით, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი. აგ­ვის­ტოს ბო­ლოს­თვის სა­ქარ­თვე­ლოს სა­პენ­სიო ფონ­დის აქ­ტი­ვე­ბი 10 მი­ლი­არდ ლარს მი­უ­ახ­ლოვ­და, ხოლო ჯა­მურ­მა სარ­გე­ბელ­მა 2.9 მი­ლი­არდ ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა. რომ ავ­ხსნათ, რამ გა­ნა­პი­რო­ბა ზრდა და რას აჩ­ვე­ნებს ეს მო­ნა­ცე­მე­ბი?

- მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ 2026 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ჩვე­ნი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის სა­პენ­სიო აქ­ტი­ვებ­მა 10 მი­ლი­არდ ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა. ამ თან­ხი­დან თით­ქმის 3 მი­ლი­არ­დი ლარი სა­ინ­ვეს­ტი­ციო საქ­მი­ა­ნო­ბით მი­ღე­ბუ­ლი სარ­გე­ბე­ლია, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი, და­ახ­ლო­ე­ბით 7 მი­ლი­არ­დი ლარი, მო­ნა­წი­ლე­ე­ბის, დამ­საქ­მებ­ლე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ შე­ნა­ტა­ნებ­ზე მო­დის. ეს ორი­ვე კომ­პო­ნენ­ტი, ბუ­ნებ­რი­ვია, ჯა­მუ­რი აქ­ტი­ვე­ბის ზრდა­ზე ერ­თდრო­უ­ლად ახ­დენს გავ­ლე­ნას. ერ­თის მხრივ, შე­ნა­ტა­ნე­ბით იზ­რდე­ბა სა­ინ­ვეს­ტი­ცი­ოდ გან­კუთ­ვნი­ლი თან­ხა, შემ­დეგ კი ამ თან­ხის ინ­ვეს­ტი­რე­ბით გა­მო­ვი­მუ­შა­ვებთ მო­გე­ბას, რო­მე­ლიც პრო­პორ­ცი­უ­ლად ნა­წილ­დე­ბა თი­თო­ე­უ­ლი მო­ნა­წი­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­პენ­სიო ან­გა­რიშ­ზე.

სქე­მის გაშ­ვე­ბი­დან დღემ­დე და­გე­ნე­რი­რე­ბუ­ლი მო­გე­ბა საკ­მა­ოდ მას­შტა­ბუ­რია. ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით სა­ქარ­თვე­ლოს სა­პენ­სიო ფონ­დი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მომ­გე­ბი­ა­ნო­ბის კუ­თხით სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზეც გა­მო­ირ­ჩე­ვა. OECD-ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, 2019-2025 წლებ­ში ინფლა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მი­ღე­ბუ­ლი რე­ა­ლუ­რი ამო­ნა­გე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით სა­ქარ­თვე­ლო შე­და­რე­ბულ სა­პენ­სიო სის­ტე­მებს შო­რის მე-4 ად­გილს იკა­ვებს, რაც კი­დევ ერთხელ ხაზს უს­ვამს სა­ინ­ვეს­ტი­ციო საქ­მი­ა­ნო­ბის წარ­მა­ტე­ბას.

- თქვენ ისა­უბ­რეთ სა­ინ­ვეს­ტი­ციო საქ­მი­ა­ნო­ბით მი­ღე­ბულ სარ­გე­ბელ­ზე. რა პე­რი­ო­დი დას­ჭირ­და ამ სარ­გებ­ლის მი­ღე­ბას და სად ინ­ვეს­ტი­რე­ბულ­მა თან­ხებ­მა მო­ი­ტა­ნა ყვე­ლა­ზე დიდი შე­დე­გი?

- ამ შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვა 2019 წლი­დან დღემ­დე, და­ახ­ლო­ე­ბით შვი­დი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­და. ამ პე­რი­ოდ­ში სა­პენ­სიო აქ­ტი­ვე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და. თუ და­სა­წყის­ში აქ­ტი­ვე­ბის დიდი ნა­წი­ლი სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და სა­პენ­სიო აქ­ტი­ვე­ბის დი­ვერ­სი­ფი­კა­ცია რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტრუ­მენ­ტებ­ში. ეტა­პობ­რი­ვად და­ვა­მა­ტეთ სა­ხელ­მწი­ფო და კორ­პო­რა­ცი­უ­ლი ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბი და სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ცი­ე­ბი.

მომ­გე­ბი­ა­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით, ბოლო წლებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ცი­ე­ბის ბა­ზა­რი. ჩვენ აქ­ცი­ებ­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბა პირ­ვე­ლად 2022 წელს გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ, რაც სა­პენ­სიო სქე­მის მო­ნა­წი­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნი­ე­ბის მე­წი­ლე­ე­ბი გახ­დნენ. ბირ­ჟა­ზე ვაჭ­რო­ბა­დი ფონ­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. სა­პენ­სიო ფონ­დის აქ­ცი­ე­ბის პორ­ტფე­ლი საკ­მა­ოდ დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია რე­გი­ო­ნე­ბი­სა და კომ­პა­ნი­ე­ბის მი­ხედ­ვით და მო­ი­ცავს აშშ-ის, ევ­რო­პის, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი აზი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­დი ბაზ­რე­ბის 9,500-ზე მეტი წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნი­ის აქ­ცი­ას, მათ შო­რი­საა ისე­თი კომ­პა­ნი­ე­ბი რო­გო­რე­ბი­ცაა NVDIA, Apple, Microsoft, Samsumg, Amazon, Google და სხვა.

ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სწო­რედ აქ­ცი­ე­ბის ბა­ზა­რი იყო ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ამო­ნა­გე­ბის მქო­ნე აქ­ტი­ვე­ბის კლა­სი და მათი სა­შუ­ა­ლო წლი­უ­რი მომ­გე­ბი­ა­ნო­ბა თით­ქმის 20% იყო. ამ პე­რი­ოდ­ში აქ­ცი­ე­ბის ბაზ­რის ზრდას რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გლო­ბა­ლუ­რი ტენ­დენ­ცია გა­ნა­პი­რო­ბებ­და. პირ­ველ რიგ­ში, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის სწრაფ­მა გან­ვი­თა­რე­ბამ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ზარ­და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის შე­დე­გე­ბი. თავ­და­პირ­ვე­ლად ეს ზრდა აშშ-ში იყო კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი, სა­დაც ჩვე­ნი აქ­ცი­ე­ბის პორ­ტფე­ლის და­ახ­ლო­ე­ბით 40%-ია ინ­ვეს­ტი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ზრდის ტენ­დენ­ცია გავ­რცელ­და აზი­ის ბაზ­რებ­ზეც, მათ შო­რის სამ­ხრეთ კო­რე­ის, ია­პო­ნი­ი­სა და ტა­ი­ვა­ნის ტექ­ნო­ლო­გი­ურ კომ­პა­ნი­ებ­ზე, რაც ასე­ვე და­დე­ბი­თად აი­სა­ხა სა­პენ­სიო ფონ­დის მომ­გე­ბი­ა­ნო­ბა­ზე. აქ­ცი­ებ­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბას ერ­თის მხრივ მა­ღა­ლი გრძელ­ვა­დი­ა­ნი შე­მო­სავ­ლის პო­ტენ­ცი­ა­ლი ახ­ლავს, მე­ო­რე მხრივ კი მოკ­ლე­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში მეტი მერ­ყე­ო­ბის ალ­ბა­თო­ბა აქვს. სწო­რედ ამ პრინ­ცი­პით გან­სხვავ­დე­ბა ჩვე­ნი სამი პორ­ტფე­ლიც. კონ­სერ­ვა­ტი­ულ პორ­ტფელ­ში აქ­ცი­ე­ბის წილი და­ახ­ლო­ე­ბით 20%-ია, ხოლო დი­ნა­მი­კურ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 55%. და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი პორ­ტფე­ლი მათ შო­რი­საა. შე­სა­ბა­მი­სად, დი­ნა­მი­კუ­რი პორ­ტფე­ლი მოკ­ლე­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში უფრო მე­ტად შე­იძ­ლე­ბა მერ­ყე­ობ­დეს, თუმ­ცა მას უფრო ხან­გრძლი­ვი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ჰო­რი­ზონ­ტიც და შე­სა­ბა­მი­სად ზრდის პო­ტენ­ცი­ა­ლიც აქვს.

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, 2026 წლის 31 აგ­ვის­ტოს მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­პენ­სიო სქე­მა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბულ მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა 1 769 მლნ ადა­მი­ა­ნია. ინფლა­ცი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­გორ აი­სა­ხე­ბა მი­ღე­ბუ­ლი სარ­გე­ბე­ლი მათ­ზე და რას ნიშ­ნავს ეს თან­ხა თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის­თვის?

- კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, სა­პენ­სიო ფონ­დის მთა­ვა­რი სა­ინ­ვეს­ტი­ციო მი­ზა­ნი სწო­რედ ინფლა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რე­ა­ლუ­რი ამო­ნა­გე­ბის მაქ­სი­მი­ზა­ცი­აა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ინ­ვეს­ტი­ციო საქ­მი­ა­ნო­ბის და­გეგ­მვა ხდე­ბა ისე, რომ გრძელ­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს ინფლა­ცი­ის და­მარ­ცხე­ბა და მო­ნა­წი­ლე­ე­ბის სა­პენ­სიო და­ნა­ზო­გე­ბის მსყიდ­ვე­ლუ­ნა­რი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. ამ მხრივ ბოლო 7 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით საკ­მა­ოდ კარ­გი შე­დე­გე­ბი გვაქვს, 2019 წლი­დან დღემ­დე სა­ინ­ვეს­ტი­ციო მო­გე­ბა ინფლა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ჯა­მუ­რად 40%-ია და ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით, რო­გორც და­სა­წყის­ში აღ­ვნიშ­ნე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პენ­სიო ფონ­დი ევ­რო­პის წამ­ყვან ქვეყ­ნებს შო­რის მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს.

- თქვენ ნა­წი­ლობ­რივ უკვე ისა­უბ­რეთ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ ინ­ვეს­ტი­რე­ბულ თან­ხებ­ზე, თუმ­ცა სქე­მა­ში ჩარ­თულ ძა­ლი­ან ბევრ მო­ქა­ლა­ქეს მა­ინც აქვს კი­თხვე­ბი მათ თან­ხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. რომ გვი­თხრათ და კი­დევ ერთხელ ავ­ხსნათ, სად და რო­გორ არის ინ­ვეს­ტი­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­პენ­სიო და­ნა­ზო­გე­ბი?

- სა­ნამ სა­ინ­ვეს­ტი­ციო შე­დე­გებ­ზე გა­და­ვალთ, ალ­ბათ, კარ­გად უნდა მი­მო­ვი­ხი­ლოთ რე­ფორ­მის და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბი, რო­მე­ლიც სქე­მის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს ეხე­ბა. სა­პენ­სიო სქე­მა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­თა­ნა­ვე, მო­ნა­წი­ლის მიერ და­ზო­გილ 2%-ს ემა­ტე­ბა დამ­საქ­მებ­ლი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს წვლი­ლი და ჯა­მუ­რი შე­ნა­ტა­ნი უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში 6%-მდე აღ­წევს (მა­ღალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის სა­ხელ­მწი­ფოს წილი მცირ­დე­ბა). ანუ ინ­ვეს­ტი­ცი­ამ­დე მო­ნა­წი­ლის თან­ხა, ფაქ­ტობ­რი­ვად, სამ­მაგ­დე­ბა. ამას კი და­მა­ტე­ბით ემა­ტე­ბა სა­ინ­ვეს­ტი­ციო საქ­მი­ა­ნო­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი მო­გე­ბა. რა თქმა უნდა, თი­თო­ე­უ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მო­ნა­წი­ლის სა­პენ­სიო ან­გა­რიშ­ზე არ­სე­ბუ­ლი თან­ხა ბევრ ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მათ შო­რის იმა­ზე, რამ­დე­ნი ხა­ნია სქე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს, რა ოდე­ნო­ბის შე­ნა­ტა­ნებს ახორ­ცი­ე­ლებს, რამ­დე­ნად რე­გუ­ლა­რუ­ლია ეს შე­ნა­ტა­ნე­ბი და რო­მელ სა­ინ­ვეს­ტი­ციო პორ­ტფელ­შია მისი თან­ხა გან­თავ­სე­ბუ­ლი.

მარ­ტი­ვი მა­გა­ლი­თი რომ გან­ვი­ხი­ლოთ, თუ ადა­მი­ანს თვე­ში 2,000 ლარი აქვს ხელ­ფა­სი, ის თა­ვი­სი ხელ­ფა­სი­დან 40 ლარს ზო­გავს, დამ­საქ­მე­ბე­ლი კი­დევ 40 ლარს ამა­ტებს და, შე­სა­ბა­მი­სი შე­მო­სავ­ლის ფარ­გლებ­ში, სა­ხელ­მწი­ფო კი­დევ 40 ლარს. შე­დე­გად, მო­ნა­წი­ლის სა­პენ­სიო ან­გა­რიშ­ზე ყო­ველ­თვი­უ­რად 120 ლარი გროვ­დე­ბა და უკვე მთე­ლი ეს თან­ხა იწყებს ინ­ვეს­ტი­რე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს კი­თხვას, სად არის ეს თან­ხე­ბი ინ­ვეს­ტი­რე­ბუ­ლი, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ჩვენ ვმარ­თავთ სამ სა­ინ­ვეს­ტი­ციო პორ­ტფელს: კონ­სერ­ვა­ტი­ულს, და­ბა­ლან­სე­ბულ­სა და დი­ნა­მი­კურს. კონ­სერ­ვა­ტი­ულ პორ­ტფელ­ში თან­ხის და­ახ­ლო­ე­ბით 80% გან­თავ­სე­ბუ­ლია ად­გი­ლობ­რივ აქ­ტი­ვებ­ში, ძი­რი­თა­დად ფიქ­სი­რე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლის ინ­სტრუ­მენ­ტებ­ში, რო­გო­რი­ცაა სა­ბან­კო დე­პო­ზი­ტე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო და სხვა ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი, ხოლო და­ახ­ლო­ე­ბით 20% სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ცი­ებ­ში. დი­ნა­მი­კურ პორ­ტფელ­ში კი აქ­ცი­ე­ბის წილი და­ახ­ლო­ე­ბით 55%-ია, და­ნარ­ჩე­ნი კი სა­ქარ­თვე­ლო­შია ინ­ვეს­ტი­რე­ბუ­ლი. სქე­მის თი­თო­ე­ულ მო­ნა­წი­ლეს აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა თა­ვი­სი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ჰო­რი­ზონ­ტი­სა და რის­კი­ა­ნო­ბის შე­სა­ბა­მი­სად თა­ვად აირ­ჩი­ოს რო­მე­ლი პორ­ტფე­ლი შე­ე­ფე­რე­ბა. ამ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა 12 თვე­ში ერთხელ, ნე­ბის­მი­ერ დრო­საა შე­საძ­ლე­ბე­ლი სა­პენ­სიო ფონ­დის ოფი­სი­დან და იუს­ტი­ცი­ის სახ­ლე­ბი­დან.

- ყვე­ლა­ზე ხში­რად მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წუ­ხი­ლი მა­ინც მათ მიერ ინ­ვეს­ტი­რე­ბულ თან­ხებ­თან მი­მარ­თე­ბით არის ის, აქვს თუ არა სა­ხელ­მწი­ფოს და­ზღვე­უ­ლი ეს თან­ხე­ბი გლო­ბა­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რას უპა­სუ­ხებ­დით მათ?

- სა­ინ­ვეს­ტი­ციო სამ­სა­ხუ­რი, ყო­ვე­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ის გა­კე­თე­ბის დროს, ამ­ზა­დებს შე­სა­ბა­მის ანა­ლიზს, ფას­დე­ბა რო­გორც ინ­სტრუ­მენ­ტის მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­მო­სა­ვა­ლი, ასე­ვე მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბი. ამ ორი ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას რამ­დე­ნად მიმ­ზიდ­ვე­ლია ესა თუ ის ინ­ვეს­ტი­ცია ანუ რამ­დე­ნად აკომ­პენ­სი­რებს მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­მო­სა­ვა­ლი არ­სე­ბულ რის­კებს. აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ რის­კი ინ­ვეს­ტი­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, არ არ­სე­ბობს გა­რან­ტია მომ­გე­ბი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. თუმ­ცა გრძელ­ვა­დი­ა­ნი ჰო­რი­ზონ­ტი­სა და და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო სტრა­ტე­გი­ის პი­რო­ბებ­ში, მო­სა­ლოდ­ნე­ლი რის­კე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცი­რე­ბუ­ლია.

- რას გეგ­მავს სა­პენ­სიო ფონ­დი მო­მა­ვალ­ში, რა მთა­ვა­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა გაქვთ და­გეგ­მი­ლი ფი­ნან­სუ­რი რის­კე­ბის კი­დევ უფრო გა­და­სა­ზღვე­ვად და კი­დევ უფრო მეტი სარ­გებ­ლის მი­სა­ღე­ბად?

- ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა უც­ვლე­ლია - მო­ნა­წი­ლე­ე­ბის სა­პენ­სიო და­ნა­ზო­გის გრძელ­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში ინფლა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მომ­გე­ბი­ა­ნო­ბის მაქ­სი­მი­ზა­ცი­აა, იმ რის­კე­ბის ფარ­გლებ­ში, რომ­ლის აღე­ბაც თი­თო­ე­უ­ლი პორ­ტფე­ლის­თვის მი­სა­ღე­ბია. ამის­თვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა კვლავ დი­ვერ­სი­ფი­კა­ცია იქ­ნე­ბა. ჩვენ მუდ­მი­ვად ვსწავ­ლობთ რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ახალ სა­ინ­ვეს­ტი­ციო შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებს და ვაკ­ვირ­დე­ბით რო­გორ მარ­თა­ვენ აქ­ტი­ვებს მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი სა­პენ­სიო ფონ­დე­ბი. რაც უფრო ფარ­თოდ არის პორ­ტფე­ლი გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა აქ­ტივს, ქვე­ყა­ნა­სა და კომ­პა­ნი­ას შო­რის, მით ნაკ­ლე­ბია ერთი კონ­კრე­ტუ­ლი მოვ­ლე­ნის გავ­ლე­ნა მთლი­ან პორ­ტფელ­ზე.

მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბაა უკვე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი. ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით პრო­ცე­სი არ მთავ­რდე­ბა. მუდ­მი­ვად ვაკ­ვირ­დე­ბით ჩვენს პორ­ტფელ­ში შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და კონ­ტრა­ჰენ­ტე­ბის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას, საკ­რე­დი­ტო რისკს, ლიკ­ვი­დუ­რო­ბას, ბაზ­რის ცვლი­ლე­ბებ­სა და ჯა­მურ რის­კი­ა­ნო­ბის დო­ნეს.

ამას­თან, ინ­ვეს­ტი­რე­ბი­სას რის­კის სრუ­ლად გაქ­რო­ბა არც შე­საძ­ლე­ბე­ლია და არც არის სწო­რი მი­ზა­ნი. რის­კი ინ­ვეს­ტი­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. მა­გა­ლი­თად, აქ­ცი­ე­ბი უფრო მერ­ყე­ვია, მაგ­რამ გრძელ­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში ზრდის უფრო მა­ღა­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლიც აქვს. აქ­ცი­ე­ბის ბა­ზა­რი ყვე­ლა­ზე სწრა­ფად რე­ა­გი­რებს მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი თუ ეკო­ნო­მი­კუ­რი შო­კე­ბის მი­მართ. მსგავ­სი მა­გა­ლი­თე­ბი ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­შიც საკ­მა­ოდ ხში­რი იყო, რა დრო­საც ვი­ხი­ლეთ ჩვენს პორ­ტფელ­ში აქ­ცი­ე­ბის ფა­სე­ბის დრო­ე­ბი­თი შემ­ცი­რე­ბა და ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ დი­ნა­მი­კურ პორ­ტფელ­ზე აი­სა­ხა. თუმ­ცა ეს მერ­ყე­ო­ბა ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნია და კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დის გას­ვლის შემ­დეგ, ინ­ვეს­ტო­რე­ბის გან­წყო­ბე­ბი უმ­ჯო­ბეს­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად იზ­რდე­ბა აქ­ცი­ის ფა­სე­ბიც.

- რომ შე­ვა­ჯა­მოთ გან­ვლი­ლი 7 წელი, ინ­ვეს­ტი­რე­ბის პრო­ცე­სის და­წყე­ბი­დან დღემ­დე, რამ­დე­ნად გა­ი­ზარ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სქე­მას­თან მი­მარ­თე­ბით ინ­ფორ­მა­ცია? რო­გო­რია მათი ქცე­ვა სა­პენ­სიო და­ნა­ზო­გე­ბის მარ­თვის კუ­თხით და ასე­ვე, რამ­დე­ნა­დაა მათ მიერ სა­კუ­თა­რი ფი­ნან­სუ­რი აქ­ტი­ვე­ბის მარ­თვის ინ­ტე­რე­სი გაზ­რდი­ლი?

- 7 წლის შემ­დეგ ვხე­დავთ, რომ დაგ­რო­ვე­ბი­თი პენ­სია ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სულ უფრო ხელ­შე­სა­ხე­ბი ხდე­ბა. 2026 წლის 31 აგ­ვის­ტოს­თვის დაგ­რო­ვე­ბი­თი პენ­სი­ით უკვე 35,793-მა ადა­მი­ან­მა ისარ­გებ­ლა და მათ­ზე ჯა­მუ­რად 185 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი იყო გა­ცე­მუ­ლი. ამას­თან, იზ­რდე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ტე­რე­სიც, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ სა­ინ­ვეს­ტი­ციო პორ­ტფელს თა­ვად ირ­ჩე­ვენ. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბაა, რად­გან ნიშ­ნავს, რომ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი უფრო მე­ტად ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან არა მხო­ლოდ იმით რამ­დე­ნი თან­ხა აქვთ ან­გა­რიშ­ზე, არა­მედ იმი­თაც, რო­გორ არის ეს თან­ხა ინ­ვეს­ტი­რე­ბუ­ლი და რა გან­სხვა­ვე­ბაა სხვა­დას­ხვა პორ­ტფელს შო­რის.

რა თქმა უნდა, ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჯერ კი­დევ ბევ­რი სა­მუ­შა­ოა გა­სა­კე­თე­ბე­ლი. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ მო­ნა­წი­ლემ არა მხო­ლოდ იცო­დეს, რომ მას სა­პენ­სიო ან­გა­რი­ში აქვს, არა­მედ ეს­მო­დეს რა ახ­დენს გავ­ლე­ნას მის სა­პენ­სიო და­ნა­ზოგ­ზე, რო­გორ იზ­რდე­ბა, რა სარ­გე­ბე­ლი ერი­ცხე­ბა, რა რის­კებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და სხვა.

ავ­ტო­რი: ქეთი გი­გო­ლაშ­ვი­ლი („ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“)

NS