პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა - კვირის პალიტრა

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 13 სექ­ტემ­ბერს, ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ინ­გირ­ში, ბრალ­დე­ბულ­მა ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით დაჭ­რა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, რის შე­დე­გა­დაც მან სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო.

„ბრალ­დე­ბულს ბრალ­დე­ბა და­უს­წრებ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19 -108 -ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

წყარო