"რუსებმა ჩემს თვითმფრინავს ორჯერ დაუმიზნეს" - ვოლოდიმირ ზელენსკი - კვირის პალიტრა

"რუსებმა ჩემს თვითმფრინავს ორჯერ დაუმიზნეს" - ვოლოდიმირ ზელენსკი

ბოლო კვირების განმავლობაში რუსები ორჯერ უმიზნებდნენ მოლდოვაში ჩემს თვითმფრინავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS News-სთან ინტერვიუში განაცხადა.

“მოლდოვაში იყო ჩემი საპრეზიდენტო თვითმფრინავი, და ამიტომ დაესხნენ თავს მოლდოვას. როდესაც სახლში ვბრუნდებოდით, ისევ კიშინიოვით, იგივე გააკეთეს,” - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ნორვეგიიდან უკრაინაში მისი დაბრუნების დროს მოლდოვის საჰაერო სივრცეში ერთი ან ორი დრონი შეიჭრა, რომლებზეც აქამდე ინფორმაცია არ გავრცელებულა. მან აღნიშნა, რომ ეს მისი და სხვა უცხოელი მაღალჩინოსნების დაშნების რუსეთის სტრატეგიის ნაწილია.

მან ასევე, აღნიშნა, რომ 13 სექტემბერს რუსული დრონი მოხვდა სამოქალაქო მატარებელს უკრაინისა და პოლონეთის საზღვარზე. მაშინ, სხვა მატარებელში, რომელიც სწორედ ამ თავდასხმის დროს იაგოდინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდა, იყვნენ CIA-ის ყოფილი დირექტორი, დევიდ პეტრეუსი და ევროპელი მაღალჩინოსნები.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა