“ერთი წამითაც არ იფიქროს ვინმემ, რომ შერჩება...“ - რას წერს მოკლული ბიჭის ნათესავი
გუშინ დაკრძალეს თბილისში მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძე. მისი ნათესავი მაკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში ბრალდებულის ადვოკატის ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება და წერს:
"დღეს უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ ჩვენი დათუნა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ მადლიერებას ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც პირადად თუ შორიდან გვაგრძნობინა თანადგომა და გაიზიარა ჩვენი ოჯახის უდიდესი ტკივილი თითოეული კომენტარი, მოწერილი თუ სხვა ფორმით გამოხატული ემოცია ვნახე და ბოდიშს გიხდით, რომ ინდივიდუალურად ვერ გიპასუხეთ. მართლა უდიდესი ძალა ჰქონია ასეთ დროს თანადგომას. მადლობა კიდევ ერთხელ.