როგორ ათეთრებდა ერეკლე გუგავა ფულს?! - ახალი დეტალები ქართველზე, რომელიც აშშ-ში მასშტაბური თაღლითობის საქმეზეა ბრალდებული - კვირის პალიტრა

როგორ ათეთრებდა ერეკლე გუგავა ფულს?! - ახალი დეტალები ქართველზე, რომელიც აშშ-ში მასშტაბური თაღლითობის საქმეზეა ბრალდებული

აშშ-ში 33 წლის ქარ­თვე­ლი ერეკ­ლე გუ­გა­ვას წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ში ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. გუ­გა­ვას ამე­რი­კის ფე­დე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა $1.3 მი­ლი­არ­დი­ან ჯან­დაც­ვის თაღ­ლი­თო­ბის სქე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თან­ხე­ბის გა­თეთ­რე­ბის მიზ­ნით შეთ­ქმუ­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ედა­ვე­ბა.

საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, გუ­გა­ვა 2025 წლის თე­ბერ­ვლი­დან ივ­ლი­სამ­დე პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში მდე­ბა­რე სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის კომ­პა­ნი­ას, ND Medical Solutions LLC-ს, აკონ­ტრო­ლებ­და. სწო­რედ ამ ხუთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კომ­პა­ნი­ამ Medicare-სა და კერ­ძო სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ებს ჯამ­ში მი­ნი­მუმ $1.3 მი­ლი­არ­დის ღი­რე­ბუ­ლე­ბის თაღ­ლი­თუ­რი მო­თხოვ­ნე­ბი წა­რუდ­გი­ნა. თუმ­ცა კომ­პა­ნი­ამ რე­ა­ლუ­რად და­ახ­ლო­ე­ბით $6.5 მი­ლი­ო­ნი მი­ი­ღო.

საქ­მის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი აჩ­ვე­ნებს, რო­გორ მოძ­რა­ობ­და მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა კომ­პა­ნი­ის ან­გა­რი­შე­ბი­დან.

თან­ხა ან­გა­რიშ­ზე შე­ვი­და და რამ­დე­ნი­მე დღე­ში ჰონგ-კონ­გში გა­და­ი­რი­ცხა

სა­სა­მარ­თლო დო­კუ­მენ­ტებ­ში აღ­წე­რი­ლია კონ­კრე­ტუ­ლი ფი­ნან­სუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბიც.

პრო­კუ­რო­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2025 წლის 3 ივ­ლისს გუ­გა­ვამ ND Medical-ის ან­გა­რიშ­ზე სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი ჩე­კე­ბი შე­ი­ტა­ნა, რო­მელ­თა სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბაც $76 558.37 იყო.

ოთხი დღის შემ­დეგ, 7 ივ­ლისს, ND Medical-ის ან­გა­რი­ში­დან $71 363.20 ჰონგ-კონ­გის სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე გა­და­ი­რი­ცხა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ვერ­სი­ით, ეს თან­ხე­ბი იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­სარ­გებ­ლოდ ირი­ცხე­ბო­და, რო­მელ­საც ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი თაღ­ლი­თო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას ედა­ვე­ბი­ან. გუ­გა­ვას ბრა­ლი სწო­რედ თან­ხე­ბის მოძ­რა­ო­ბა­სა და გა­თეთ­რე­ბის სქე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

გუ­გა­ვა კომ­პა­ნი­ის ან­გა­რი­შე­ბის ერ­თა­დერ­თი ხელ­მომ­წე­რი იყო

აშშ-ის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­გა­ვამ ND Medical-ის სა­ხელ­ზე რამ­დე­ნი­მე სა­ბან­კო ან­გა­რი­ში გახ­სნა და ყვე­ლა მათ­გან­ზე ერ­თა­დერ­თი ხელ­მომ­წე­რი თა­ვად იყო.

სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი ჩე­კე­ბი ამ ან­გა­რი­შებ­ზე ირი­ცხე­ბო­და, რის შემ­დე­გაც თან­ხე­ბი უცხო­ურ სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე გა­და­დი­ო­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, სწო­რედ ამ გზით ცდი­ლობ­და ორ­გა­ნი­ზა­ცია თაღ­ლი­თუ­რი გზით მი­ღე­ბუ­ლი თან­ხე­ბის­თვის ლე­გი­ტი­მუ­რი სა­ხის მი­ცე­მას - ფული თავ­და­პირ­ვე­ლად Medicare-სა და სხვა რე­ა­ლუ­რი სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბი­დან მო­დი­ო­და.

განაგრძეთ კითხვა