"მე ჰოლივუდში, საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე დავქორწინდი" - როგორ დასცინის ჰანტერ ბაიდენი ტრამპის ვაჟს, რომელსაც ქორწილის ღონისძიებები რუსმა ოლიგარქმა დაუფინანსა - კვირის პალიტრა

"მე ჰოლივუდში, საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე დავქორწინდი" - როგორ დასცინის ჰანტერ ბაიდენი ტრამპის ვაჟს, რომელსაც ქორწილის ღონისძიებები რუსმა ოლიგარქმა დაუფინანსა

"დონ უმ­ცროსს რუსი ოლი­გარ­ქი, ორი კუნ­ძუ­ლი და ფე­ი­ერ­ვერ­კი სჭირ­დე­ბო­და. მე და­სავ­ლეთ ჰო­ლი­ვუდ­ში, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის სა­ხუ­რავ­ზე დავ­ქორ­წინ­დი. იქ ბევ­რად უფრო მა­გა­რი იყო“ - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ჰან­ტერ ბა­ი­დე­ნი დო­ნალდ ტრამ­პის ვა­ჟის ქორ­წი­ლის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, დო­ნალდ ტრამპ უმ­ცრო­სის ქორ­წი­ლის შემ­დგო­მი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ნა­წი­ლი რუს­მა ბიზ­ნეს­მენ­მა და სა­ერ­თა­შო­რი­სო კრი­ვის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა უმარ კრემ­ლევ­მა და­ა­ფი­ნან­სა.

www-instagram-com-p-dy5ewcclpcm-129202133-40894-1789548287.webp

დო­ნალდ ტრამპ უმ­ცრო­სი და ბე­ტი­ნა ან­დერ­სო­ნი 2026 წლის მა­ის­ში და­ქორ­წინ­დნენ. წყვილ­მა ქორ­წი­ლი ბა­ჰა­მის კუნ­ძუ­ლებ­ზე გა­აგ­რძე­ლა, სა­დაც რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა. სწო­რედ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ნა­წი­ლის ხარ­ჯე­ბი, ProPublica-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, კრემ­ლევ­მა და­ფა­რა.

კრემ­ლევ­მა კერ­ძო კუნ­ძუ­ლის და­ქი­რა­ვე­ბი­სა და ფე­ი­ერ­ვერ­კის შოუს ხარ­ჯე­ბი გა­და­ი­ხა­და. სა­ერ­თო თან­ხამ, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასო­ბით ათა­სი დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. თა­ვად ბე­ტი­ნა ან­დერ­სონ­მა კრემ­ლე­ვის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და­ა­დას­ტუ­რა, მას „ძვირ­ფა­სი მე­გო­ბა­რი“ უწო­და და და­ა­მა­ტა, რომ ეს „გან­სა­კუთ­რე­ბით გუ­ლუხ­ვი სა­ქორ­წი­ლო სა­ჩუ­ქა­რი“ იყო.

განაგრძეთ კითხვა