კობზონის ახალი "კლიენტი" - უკრაინაში რუსეთის გმირი, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი დაიღუპა
უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსი გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი დაიღუპა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ანტონ გრუნისის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის „ახმატის“ მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა აპტი ალაუდინოვმა დაადასტურა.
როგორც რუსული მედია წერს, გრუნისის მეთაურობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-4 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მებრძოლებმა კონსტანტინოვკა „გაათავისუფლეს“.
მედიის ცნობით, ანტონ გრუნისს 2026 წლის 28 აგვისტოს რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა.
"ინტერპრესნიუსი"