"არ ვიცი, როგორ არ გავჭაღარავდი და არ გადავყევი ამ ამბავს... " - რას ჰყვება ნუკი კოშკელიშვილი უფროსი ვაჟის დიაგნოზზე
პოდკასტში KiDoc თამარ ობგაიძესთან ერთად ნუკი კოშკელიშვილმა დედობის გამოწვევებზე ისაუბრა.
- საქართველოში განსაკუთრებით არსებობს ბებიის, მეზობლის, ნათესავის აზრი, რომელიც აი, ჩახტომით არის ჩვენს პირად ცხოვრებაში. აუცილებლად ვიღაცა დაგარიგებს ჭკუას. ორი თვის ჩამოსული ვარ და ყველაფერი მასწავლეს უკვე საერთოდ. რა ვიცი, რა არ ვიცი, როგორ უნდა ვაჭამო, ეს ფეხები რატომ აქვს შიშველი, ეს კარგია, ჩააცვი რაღაცა. კონდიციონერში ნუ გყავს, ფილტვების ანთება დაემართება... ოცდაოთხი საათი კონდიციონერში მყავს დაბადებიდან, ეგ არაფერია, მაგრამ ნუ, აი, როგორ, ახლა რას ნიშნავს... ეს მიღებული ამბავია.
- როდესაც მე ჩემს შვილს ვუთხარი, რომ ძმა ეყოლებოდა, ანუ დედმამიშვილი ეყოლებოდა, არ ვიცოდით ჯერ ძმა თუ და, ძალიან გაუხარდა. ძალიან გაუხარდა, ალბათ იმიტომ, რომ ასაკობრივი სხვაობა დიდია — შვიდი წელია.ძალიან უნდოდა ძმა ან და. ისე დამღალა, რომ არ ვაპირებდი და მერე ცოტა რომ დავისვენე, „კარგი-მეთქი“,მოვიფიქრე და ხო, მეორეც მივაყოლეთ.
ძალიან უხაროდა. მერე სულ ვფიქრობდი, ხომ არ იეჭვიანებს. პირველი, რაც წავიკითხე და მოვიძიე ლიტერატურა ამასთან დაკავშირებით, გავაკეთე შემდეგი რამ: ეს დღე, ანუ, ჰოსპიტალში მოსვლა, გავაკეთეთ თავიდან ბოლომდე უფროს შვილზე. ანუ თითქოს უმცროსმა გაუმზადა საჩუქარი, იმიტომ, რომ ეს იყო მათი გაცნობა. პირველის, უფროსის ზეიმი იყო. ეს იმიტომ, რომ პატარა ვერ ხვდება ამ დროს და უფროსისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია...უფროსის თანდასწრებით მაინცდამაინც არ ვეფერები. მიკითხავს კიდეც, რომ „აი, ხომ არ ნერვიულობ, რომ მე და შენ ერთად აღარსად მივდივართ?“
ამბობს, რომ არა, სულ დასდევს, სულ კოცნის, სულ იმისთვის რაღაცებს აკეთებს. მაგრამ ქცევა არის შეცვლილი. შეცვლილია ბავშვი. ბავშვი, რომელიც სულ მიჯერებდა, ახლა არ მიჯერებს ისე. არ ვიცი, ეს რამე კავშირში არის თუ არა მეორე ბავშვთან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ქცევა შეცვლილია. გაღიზიანებულია უფრო მეტად, მეტ ყურადღებას ითხოვს. პატარას რომ ვაჭმევ, მაინცდამაინც მაშინ მოვა და რაღაცა უნდა, სჭირდება.
ვფიქრობ, რომ ეს არის რაღაცა ქვეცნობიერი ეჭვიანობა. ეს არ არის მისთვის გათვითცნობიერებული ეჭვიანობა. ეს არის ქვეცნობიერი, იმიტომ რომმიკითხავს და ზუსტად ვიცი, რომ არ მატყუებს, არ ეჭვიანობს.მაგრამ ქვეცნობიერად, მე მგონი, ნერვები ეშლება იმაზე, რომ აღარ ვართ ჩვენ სამნი.
მეტყველების შეფერხება...ეს ახლა აღარ არის ისეთი პრობლემური თემა. როგორ არ გავჭაღარავდი და არ გადავყევი ამ ამბავს, არ ვიცი.
აი, წარმოიდგინეთ, რომ პირველი შვილია. გარშემო იხედები და ყველა ბავშვი იძახის „დედა“, „მამა“, „მომეცი“. მე ველაპარაკებოდი მხოლოდ ქართულად.მამამისი ელაპარაკებოდა მხოლოდ ინგლისურად, იმიტომ, რომ არ საუბრობს ქართულად. და არაფერს არ იძახდა. არც თითის გაშვერა, არც არაფერი.
წარმოიდგინეთ, ვიღაცა იძახდა, რომ ეზარება, ზარმაცია. ბავშვს რომ ეუბნები, ნაყინს მოგცემ - ნუ, აი, არა. სიცარიელე. „ნაყინს მოგცემ“, „მილიონ დოლარს“, არ ვიცი, რა გინდა - არაფერი არ ესმის. გიყურებს, აბსოლუტურად არაფერი არ ესმის. მაშინ საქართველოში, ვიყავი პანდემიის დრო იყო და აქ მივიყვანე სხვადასხვა თერაპევტთან. მე როგორც მივხვდი, აქ არის საყვარელი დასკვნა - აუტიზმი...
რაც, სხვათა შორის, არ შეშინდეთ, თუ თქვენს შვილს მართლა აქვს აუტიზმი. მას უბრალოდ მიხედვა სჭირდება, სწორ გზაზე დაყენება და საკმაოდ მართვადი არის დღესდღეობით აუტიზმი. გააჩნია სირთულეს და რამდენად ადრე დააფიქსირებ...მაგრამ ოლივერს არ ჰქონდა არანაირი აუტიზმი, უბრალოდ იყო მეტყველების შეფერხება.
ორი წლის ასაკში, უკვე ამერიკაში რომ დავბრუნდი პანდემიის მერე, მივიყვანე აუტიზმის აკადემიაში, უნივერსიტეტში,და აბსოლუტურად ყველგან მითხრეს, რომ არანაირი კვალიც არ არსებობს მაგისიო. უბრალოდ აქვს მეტყველების შეფერხება, რომელიც არის გამოწვეული იმით, რომ მისი ტვინი უბრალოდ ორ ენას ვერ ეგუებაო. ვიღაცის ტვინი ხუთს ეგუება და პირიქით. აი, სულ იძახიან, რომ დაელაპარაკე სხვადასხვა ენაზე. ამისი ტვინი უბრალოდ რაღაცნაირად ჭედავდა. ვრცლად