აღმოჩნდა, რომ ყუთში რეალური ტელეფონის ნაცვლად, თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონის მსგავსი საგანი იდო - თბილისში, მობილური ტელეფონის დალომბარდებისას მამაკაცი დააკავეს- - კვირის პალიტრა

აღმოჩნდა, რომ ყუთში რეალური ტელეფონის ნაცვლად, თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონის მსგავსი საგანი იდო - თბილისში, მობილური ტელეფონის დალომბარდებისას მამაკაცი დააკავეს-

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი­ სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის ერთ-ერთ ლომბარდში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ყალბი კოდის მქონე მობილური ტელეფონის დალომბარდებას ცდილობდა.

როგორც შსს-ში აღნიშნავენ, ნივთმტკიცებად ამოღებული ყუთის გახსნისას აღმოჩნდა, რომ ყუთში რეალური ტელეფონის ნაცვლად, თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონის მსგავსი საგანი იდო.

“გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულმა თანამზრახველთან ერთად, სხვადასხვა ლომბარდში მობილური ტელეფონების მსგავსი, 6 იმიტირებული ნივთი დაალომბარდა, რითაც კომპანიებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიაყენა.

განაგრძეთ კითხვა