“ირაკლი ღარიბაშვილს ვურჩევ, ფრთხილად იყოს, რადგან ეს თამაში ძალიან სახიფათოა მისთვის“ - რას აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე - კვირის პალიტრა

“ირაკლი ღარიბაშვილს ვურჩევ, ფრთხილად იყოს, რადგან ეს თამაში ძალიან სახიფათოა მისთვის“ - რას აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე

ირაკლი ღარიბაშვილს ვურჩევ, ფრთხილად იყოს, რადგან ეს თამაში ძალიან სახიფათო იქნება მისთვის, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ამასთან, ძაბირაძე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის ერთიანი ძალებით გაგრძელების შესახებ, ირაკლი ღარიბაშვილისადმი „პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის შეთავაზებას.

„გნებავთ ღარიბაშვილი შეუერთეს და რაღაც გაერთიანება მოხდეს, ოპოზიციურ ფლანგზე ძლიერი გაერთიანება ვერ ჩამოყალიბდება. ეს თამაში ძალიან სახიფათო იქნებ თავად ღარიბაშვილისთვის. თუ ასეთი ნაბიჯის გადადგმა არ არის მოსაწონი ივანიშვილისთვის, მაშინ იმუშავებს ახალი ბრალდება, რომელიც მას წაუყენეს და სადღაც 10-წლიან პატიმრობას გამოკრავს ხელს. გულწრფელად ვურჩევდი, უფრო ფრთხილად ყოფილიყო“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

რაც შეეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის წერილებს, ძაბირაძის თქმით, ღარიბაშვილმა არასწორი ანალიზი გააკეთა, როდესაც ჩათვალა, რომ „ბიძინა ივანიშვილთან ირაკლი კობახიძის პოზიციები შესუსტდა და ამის გამოყენება დაიწყო“.

„მგონი, ეს არასწორი გათვლა იყო ღარიბაშვილის მხრიდან. ფიქრობდა, რომ ამით ის შეძლებდა 5-წლიანი პატიმრობა უფრო მცირე ვადიანი პატიმრობით შეენაცვლებინა ან შეეწყალებინათ, მაგრამ ამ მიმართულებით ბევრი არაფერი გაკეთდა, გააგრძელეს მის მიმართ სისხლის სამართლის ახალი დანაშაული. თუ ივანიშვილი არ იქნება ამის წინააღმდეგი, რა თქმა უნდა, მას ისევ და ისევ მიუსჯიან, თან არანაკლებს, ვიდრე ლილუაშვილს ან ბურჭულაძემ მიიღო“, - განაცხადა ძაბირაძემ.

გარდა ამისა, მან სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზეც ისაუბრა, რომელსაც 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ძაბირაძის შეფასებით, ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ ქვეყანაში კორუფციაა.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდის ყოფილ მაღალჩინოსნებს აპატიმრებენ სწორედ კორუფციის მიმართულებით. შესაძლოა, ვიღაცას ეს პოლიტიკურადაც აწყობდეს, მაგრამ აქ მთავარი არის ის, რომ ქვეყანაში არის კორუფციაა. ეს უკვე დასამალი არავისთვის არის, თვით ხელისუფლებისთვისაც კი. მაღალჩინოსნები ამ ბადეში ხვდებიან. ძალიან დიდი ხანი იყო იმაზე საუბარი, რომ არსებობდა „ქოლ ცენტრები“, რომ მას ვიღაც მფარველობდა და ა.შ. ჩვენს ქვეყანაში თუ რომელიმე მაღალჩინოსანი რაიმეს არ მფარველობს, იქ კორუფცია გამორიცხულია. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ პოლიტიკური პატიმარია. შეიძლება პოლიტიკური მოტივით ეს ვიღაცას უნდოდა, მაგრამ მისი პატიმრობის რეალური საფუძველი არის ის, რომ ის კორუფციაში მონაწილეობს. რამდენად არის და როგორ, ეს უკვე სხვა თემაა.

განაგრძეთ კითხვა