“გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა "არაკაცი" ამოწია"- რას აცხადებს ალეკო ელისაშვილის ადვოკატი
იმის ნაცვლად, რომ გამოძიება დაწყებულიყო პოლიციელ შოთა ჭიპაშვილის წინააღმდეგ, ვხედავთ, რომ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე შეუკერეს და დღეს მიმდინარეობს სასამართლო სხდომა,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ შერჩევითი სამართალი მიმდინარეობს."ახლა წინასასამართლო სხდომა გვაქვს, მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხი უნდა განვიხილოთ და არსებითად განსახილველად უნდა გადაიგზავნოს აღნიშნული საქმე. რეალურად, ახლა ჩვენ ამ საქმეში არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ალეკო ელისაშვილმა რაიმე დანაშაული ჩაიდინა. თვითონაც აღიარებს, რომ მან „არაკაცი" უწოდა იმ პოლიციელს, რომელიც თვითონ ალეკო ელისაშვილმა ამხილა არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში მის მიმართ.
იმის ნაცვლად, რომ გამოძიება დაწყებულიყო პოლიციელ შოთა ჭიპაშვილის წინააღმდეგ ვხედავთ, რომ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე შეუკერეს და დღეს მიმდინარეობს სასამართლო სხდომა.
აქ არის მნიშვნელოვანი კონტექსტი, იყო ნათქვამი "არაკაცი", ეს მან მიმართა მოსამართლესა და პროკურორს, რომ "აი, ეს არის ის არაკაცი, რომელმაც მე მომაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა", ჰქონდა წამებას ადგილი, მრავალი საათის განმავლობაში ხელბორკილები ედო, რომელიც იყო მჭიდროდ მოჭერილი და სისხლი სდიოდა და არ მოახდინა მისი შეხსნა და არც წყალი დალევინა. არაადამიანურ, სასტიკ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.