“სასწრაფოებს მთელი ღამე გადაჰყავდათ ბავშვები კლინიკებში ...“ - რას ჰყვებიან მშობლები ბაგა-ბაღებში მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ და რას აცხადებენ დირექტორები მომხდარზე - კვირის პალიტრა

“სასწრაფოებს მთელი ღამე გადაჰყავდათ ბავშვები კლინიკებში ...“ - რას ჰყვებიან მშობლები ბაგა-ბაღებში მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ და რას აცხადებენ დირექტორები მომხდარზე

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მა­სი­უ­რად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია თბი­ლი­სის რამ­დე­ნი­მე სა­ჯა­რო სა­ბავ­შვო ბაღ­ში ბავ­შვე­ბის ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ა­ზე. რო­გორც მშობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, მათ შვი­ლებს პირ­ღე­ბი­ნე­ბა და მუც­ლის ტკი­ვი­ლი აღე­ნიშ­ნე­ბათ და რამ­დე­ნი­მე ბავ­შვს კლი­ნი­კა­შიც დას­ჭირ­და გა­დაყ­ვა­ნა.

მშობ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი თვლის, რომ ბავ­შვე­ბი ბაღ­ში მო­ი­წამლნენ. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­წამ­ლუ­ლია რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ბავ­შვი. და­ი­კე­ტა ბა­ღე­ბი, სა­ი­და­ნაც ბავ­შვე­ბი სხვა­დას­ხვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მათ შო­რი­საა, თბი­ლი­სის 49-ე, 46-ე, 109-ე, 124 -ე, 121-ე, 79-ე, 22-ე, 59-ე სა­ბავ­შვო ბაგა ბა­ღე­ბი.

“მწვა­ვე ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ით მთე­ლი ღამე სას­წრა­ფო­ებს გა­დაჰ­ყავ­დათ ბავ­შვე­ბი კლი­ნი­კებ­ში. ჩემს შვილს ჰქონ­და მთე­ლი ღამე ღე­ბი­ნე­ბა, მე არ გა­და­მიყ­ვა­ნია, მაგ­რამ ჩემი ბავ­შვის ჯგუ­ფე­ლე­ბი მოხ­ვდნენ კლი­ნი­კა­ში. სა­ვა­რა­უ­დოდ არის კვე­ბი­თი ინ­ტოქ­სი­კა­ცია, მეტს მე ვე­რა­ფერს გე­ტყვით. და­ვაკ­ვირ­დე­ბი ახლა ბავ­შვს და თუ დამ­ჭირ­და ქვე­ყა­ნას შევძრავ. არ გავ­ჩუმ­დე­ბი”, - ამ­ბობს ერთ-ერთი ბავ­შვის დედა.

ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ბა­ღის, კერ­ძოდ 49 ბაგა ბა­ღის დი­რექ­ტორს, მან თა­ვი­დან არ დაგ­ვი­დას­ტუ­რა მო­წამ­ლის ფაქ­ტი, როცა მშობ­ლის კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლი და გვა­რი ვუ­თხა­რით, გვი­თხრა, რომ ინ­ფორ­მა­ცია ჯერ არ აქვს. “ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ არ ვი­ცით სრუ­ლი დი­აგ­ნო­ზი და სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, ვინ რით მო­ი­წამ­ლა. ეს არ არის მხო­ლოდ 49-ე ბაღ­ში, ეს ბევრ ბაღ­ში და­ფიქ­სირ­და და ამი­ტომ სრუ­ლად პა­სუხს ვერ გაგ­ცემთ. ასე რომ კარ­გად ბრძან­დე­ბო­დეთ,” - გა­ნა­ცხა­და მან, რის შემ­დე­გაც ტე­ლე­ფო­ნი გა­თი­შა.

მომ­ხდარ­ზე ambebi.ge-თან ისა­უბ­რა 109-ე ბაგა ბა­ღის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ქალ­ბა­ტონ­მა მა­რი­ნა კო­ბა­ჩიშ­ვილ­მა და ფაქ­ტი დაგ­ვი­დას­ტუ­რა:

“ზუსტ პა­სუხს ვერ გე­ტყვით, მო­წამ­ლუ­ლე­ბი არი­ან საკ­ვე­ბით, თუ ვირუ­სია... მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და ჯერ­ჯე­რო­ბით ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია, ეს ვირუ­სია თუ მო­წამ­ვლა. ჩვე­ნი ბა­ღი­დან კლი­ნი­კა­ში არის 3 ბავ­შვი გა­დაყ­ვა­ნი­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით 10-მდე ბავ­შვია ამ სიმპტო­მე­ბით. ვე­ლო­დე­ბით კვლე­ვას. კვე­ბა ჩვენ­თან აბ­სო­ლუ­ტუ­რად 100%-ით კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დია”, - აღ­ნიშ­ნავს მა­რი­ნა კო­ბა­ჩიშ­ვი­ლი.

განაგრძეთ კითხვა