19-20 სექტემბერს ზუგდიდი თანამედროვე ხელოვნების ფესტივალს უმასპინძლებს
19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება. მასში ქართველი პოეტები, მწერლები, კინომცოდნეები და მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.
ფესტივალი ევროკავშირის მხარდაჭერით გამომცემლობა პალიტრა-L-თან და გამომცემლობა ინტელექტთან თანამშრომლობით ტარდება, ორგანიზატორები არიან თანამედროვე პოეტები ნიკა ლაშხია და გიორგი შონია.
თანამედროვე სახელოვნებო პროცესი და აქტივობა ხშირად ცენტრალიზებულია და არ სცდება თბილისსა და რამდენიმე ტურისტულ ცენტრს. მიუხედავად ისტორიულ-კულტურული კონტექსტია, სხვადასხვა საინტერესო აქტივობისა, არც ზუგდიდია გამონაკლისი ამ მიმართულებით და ადგილობრივი კულტურული პროცესი მეტად პასიურია.
„F5“ მიზანია სახელოვნებო პროცესის დეცენტრალიზაცია და ახალგაზრდა ხელოვანების ჩართულობით რეგიონში კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრების ხელშეწყობა.
ფესტივალს ტრადიციულად სამი მიმართულება ექნება – ლიტერატურული, კინო- და მუსიკალური ნაწილი.
ფესტივალის პროგრამა
I დღე, 19 სექტემბერი
- 15:00 — ფილმის ჩვენება (Megobar): Flow, რეჟისორი — გინტს ზილბალოდისი
- 17:00-17:30 — ფესტივალის გახსნა („ზუგდიდი მოლი“)
- 17:30-18:00 — გოგა ქობალიას ახალი წიგნის „სიკვდილი პაპანაქება მზეში“ წარდგენა (მოდერატორი: ზვიად კვარაცხელია)
- 18:00-18:30 — მედეა ევროპულ ენებზე (სპიკერი: ბელა ჩეკურიშვილი)
- 18:30-19:00 — დებიუტანტობის მაგია: თაკო წულაია და თამარ მღებრიშვილი (მოდერატორი: გიორგი შონია)
- 19:00-19:30 — „ვინ წერს თანამედროვე მოთხრობას?“ — საუბარი ლუკა ბაქანიძესთან და ნანა ეხვაიასთან (მოდერატორი: თამარ მღებრიშვილი)
- 19:30 — როსტომ ჩხეიძის წიგნის „ულეგენდოდ ლეგენდაში“ (დავით წერედიანის ბიოგრაფიული ნატეხები) წარდგენა
- 20:00-20:30 — In memoriam: ზურაბ ცხონდიას გახსენება
- 20:30-21:00 — პოეზია და მისი სათქმელი: როი აბუსელიძე და თემურ ელიავა
- 21:00 — მუსიკა: HOKAI
II დღე, 20 სექტემბერი, კვირა
- 15:00 — ფილმის ჩვენება (Megobar): „წყალს საზღვრები არ აქვს“, რეჟისორი — მარადია ცაავა
- 17:00-17:30 — ზაალ ჩხეიძის საჯარო ლექცია „ვეფხისტყაოსნის რენესანსი“
- 17:30-18:00 — ზვიად რატიანის თარგმანები და საპროტესტო პოეზია (სპიკერები: ბელა ჩეკურიშვილი და დალილა გოგია)
- 18:00-18:30 — ჟურნალ „სოხუმის“ პრეზენტაცია (წარმდგენი: ირაკლი შამათავა)
- 18:30-19:00 — ანასტასია ინასარიძის საბავშვო წიგნის „ქათქათა კბილების თავგადასავალი“ წარდგენა (მოდერატორი: პაატა შამუგია)
- 19:00-19:30 — ბელა ჩეკურიშვილის ახალი წიგნის „მარწყვის მდელოები“ წარდგენა
- 19:30-20:00 — ირაკლი ლომოურის ახალი წიგნის „ჩიჩილაკად ქცეული ქალის ზღაპარი“ წარდგენა (მოდერატორი: ზვიად კვარაცხელია)
- 20:00-20:30 — ნობელიანტი მწერლები საქართველოში (სპიკერები: ზვიად კვარაცხელია, გვანცა ჯობავა)
- 20:30-21:00 — „მარგალური ჯვეშ ნინა რე“ — გიორგი ლემონჯას და თამარ დარასელიას ლექსები
- 21:00 — მუსიკა: გია თოიძე („წერილი“)
ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალზე გამომცემლობა პალიტრა L, ორი ავტორის შემოქმედებას წარადგენს, ზუგდიდელ მკითხველს ლუკა ბაქანიძე და თაკო წულაია შეხვდებიან:
თაკო წულაია
19 სექტემბერს, 18:30 საათზე, თაკო წულაია სადებიუტო წიგნს წარადგენს, „არაფერი არ გვემართება“ თაკო წულაიას პირველი წიგნია, რომელიც მცირე ზომის მოთხრობებს აერთიანებს. ტექსტები მხატვრული თვალსაზრისით ძალიან მრავალფეროვანია, მაგრამ მათ ერთი რამ აქვს საერთო — ეს არის ლიტერატურა, რომელიც თითქოს ცხოვრებასთან აკვიატებულ დაპირისპირებაში, კონკურენციაში იბადება. წიგნი ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტების სიაშია.
წიგნის შესახებ მეტი წაიკითხეთ და შეიძინეთ ბმულზე: არაფერი არ გვემართება — palitral.ge
ლუკა ბაქანიძე
იმავე საღამოს, 19:00 საათზე, ლუკა ბაქანიძე მიიღებს მონაწილეობას დისკუსიაში „ვინ წერს თანამედროვე მოთხრობას“ . ლუკა ბაქანიძე ქართველი მწერალი და პოეტია, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და სხვადასხვა დროს მუშაობდა საინფორმაციო სააგენტოსა და პრესაში. 2005 წლიდან ლიტერატურულ პერიოდიკაში აქვეყნებს ლექსებს, მოთხრობებს, თარგმანებსა და წერილებს.
2011 წელს გამოსცა პირველი წიგნი — ლექსების კრებული „ღმერთი ჩემი, მოხეტიალე“, ხოლო 2014 წელს გამოქვეყნდა მისი რომანი „მესამე ნაპირი“, რომელიც პრემია „საბას“ ფინალისტი გახდა. 2017 წელს მწერალს „საბა“ მოთხრობათა კრებულისთვის „სად ხარ, ლაზარე“ მიენიჭა.
თარიღები: 19-20 სექტემბერი
ადგილმდებარეობა: „ზუგდიდი მოლი“ (ლიტერატურული და მუსიკალური პროგრამა) და სოციალური კაფე „მეგობარი“ (კინოპროგრამა).
R