"სკოლების განდევნა მიმდინარეობს ჩვენი ქალაქებიდან და სოფლებიდან - მე-6 სკოლა უნდა გადავარჩინოთ" - ფიქრია ჩიხრაძე - კვირის პალიტრა

"სკოლების განდევნა მიმდინარეობს ჩვენი ქალაქებიდან და სოფლებიდან - მე-6 სკოლა უნდა გადავარჩინოთ" - ფიქრია ჩიხრაძე

სკოლების განდევნა მიმდინარეობს ჩვენი ქალაქებიდან და სოფლებიდან - მე-6 (ამჟამად 21-ე) სკოლა უნდა გადავარჩინოთ, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც 21-ე სკოლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც ჩიხრაძე წერს, განათლების რეფორმის კუთხით პირველი ნაბიჯები 21-ე სკოლაში გადაიდგა.

„პეტრიაშვილზე მე-6 სკოლა ჩვეულებრივი საბჭოთა სკოლა არ იყო. ეს იყო თავისუფლების ერთ-ერთი კუნძული იმდროინდელ საქართველოში!

განათლების რეფორმის კუთხით პირველი ნაბიჯები ამ სკოლაში გადაიდგა და ეროვნული მოძრაობის ერთი მძლავრი შენაკადიც ეს სკოლა გახდა - თავისი აღმზრდელ-აღზრდილებით!

ამ სკოლამ ახალგაზრდებში მასწავლებლებად წასვლის მთელი მოძრაობა შექმნა.

ამ სკოლას აქვს დიდი ისტორია.

შენობა ტიპური საბჭოთა შენობაა, მაგრამ ადგილი - პრესტიჟული, ვერა, პეტრიაშვილის ქუჩა, რესტორნები, ახალმშენებლობები...

ვის ადარდებს მომავალი თაობა, განათლების ხელმისაწვდომობა, სკოლის ისტორია და დიდი ტრადიცია? მთავარია, ვიღაცის დაუოკებელი ბიზნეს-ინტერესი.

სკოლების განდევნა მიმდინარეობს ჩვენი ქალაქებიდან და სოფლებიდან.

მე-6 (ამჟამად 21-ე) სკოლა უნდა გადავარჩინოთ“,- წერს ფიქრია ჩიხრაძე.

"ინტერპრსნიუსი"

განაგრძე კითხვა