"6 წელია ყველა შესაძლო გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელიას ვასახელებ და ოლისეს ერთი მომენტის ასე გაზვიადება, სამართლიან და პატიოსან მიდგომად არ მიმაჩნია" - ვილი სანიოლი - კვირის პალიტრა

"6 წელია ყველა შესაძლო გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელიას ვასახელებ და ოლისეს ერთი მომენტის ასე გაზვიადება, სამართლიან და პატიოსან მიდგომად არ მიმაჩნია" - ვილი სანიოლი

შეკრებისწინა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, თავდაპირველად განმარტება გააკეთა თავის გახმაურებულ ინტერვიუზე, სადაც "ოქროს ბურთის" მოგების მთავარ ფავორიტად მაიკლ ოლისე დაასახელა...

"ტრადიციულად, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება, "ოქროს ბურთის" გამარჯვებულად მისი მონაწილე სახელდება. მაშინ ინტერვიუ სწორედ მსოფლიო ჩემპიონატის კონტექსტში ჩამომართვეს...

იმ დროისთვის მსოფლიოზე ოლისეს ნამდვილად საუკეთესოდ ვთვლიდი. თუმცა, მერე ტურნირი ჩააგდო და ახლა "ოქროს ბურთის" ფავორიტი აღარაა. დღეს მბაპესთან და კეინთან ერთად, ხვიჩაა ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი და მჯერა, ის გაიმარჯვებს...

6 წელია ყველა შესაძლო გამოკითხვაში კვარაცხელიას ვასახელებ და ამ ერთი მომენტის ასე გაზვიადება, სამართლიან და პატიოსან მიდგომად არ მიმაჩნია. ამ პერიოდში არაერთი შეცდომა დავუშვი, მაგრამ ვერავინ დამაბრალებს, რომ საქართველოსთვის და ნაკრებისთვის მაქსიმუმს არ ვაკეთებ...

ერთა ლიგის ახალი ფორმატი მომზადების კუთხით ბევრ რამეს შეცვლის. ვთვლი, რომ ეს ცვლილებები დიდ ნაკრებებს უფრო შეუწყობს ხელს, რომელთაც 50-60 კარგი ფეხბურთელი ჰყავთ, საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას კი მეტი პრობლემა შეექმნება, რადგან დიდი რესურსი არ გვაქვს, რომ მოკლე პერიოდში მოთამაშეები ჩავანაცვლოთ. მაგრამ მაინც იქნება დრო, გადავეწყოთ და შემადგენლობაში ცვლილებები შევიტანოთ...

ბევრ ფეხბურთელს სხვადასხვა სახის პრობლემა შეექმნა, იყვნენ ტრავმირებულები, ზოგიერთი მოედანს ახლა დაუბრუნდა და ჯერ ფორმაში არ არის... ეს მთლიანობაში ჩვენთვის დიდი სირთულეს წარმოადგენს. მაგალითად, კიტეიშვილის სრულფასოვნად ჩანაცვლება ჩვენთვის ძალიან რთულია. ჩაკვეტაძეც ახლა დაუბრუნდა მოედანს, მაგრამ იმედია, მაინც საჭირო ინტესივობით ითამაშებს...

განაგრძე კითხვა