ევროკავშირი პიცისა და ბურგერის ყუთებს, საცხობ ქაღალდს, სასმელის კონტეინერებსა და პოპკორნის ჭიქებს კრძალავს
ევროკავშირი პიცისა და ბურგერის ყუთებს, საცხობ ქაღალდს, სასმელის კონტეინერებსა და პოპკორნის ჭიქებს კრძალავს. ინიციატივის ავტორები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული კონტეინერები შეიცავს პოლიფერმენტულ ფისებს (PFAS), რომელიც ცნობილია, როგორც „მუდმივი დამაბინძურებელი“.
ტერმინი მოიცავს დაახლოებით 10 000 სახის ქიმიკატს, რომლებიც ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა საქონლის წარმოებაში. მათ დაშლას ათასობით წელი სჭირდება. ეს ქიმიკატები გამოიყენება 1940-იანი წლებიდან და ამჟამად მათი პოვნა პრაქტიკულად ყველგანაა შესაძლებელი დედამიწაზე.
ადამიანებში ისინი იწვევენ ისეთ სერიოზულ დაავადებებს, როგორიცაა კიბო, ენდოკრინული და იმუნური სისტემების დარღვევა და ღვიძლის დაზიანება.
წყალგაუმტარი და ზეთგამძლე თვისებების გამო, PFAS ფართოდ გამოიყენება შესაფუთ მასალაში. შედეგად, ტოქსიკური ქიმიკატები შეიძლება შეფუთვიდან საკვებში მოხვდეს.