ფასდაკლება საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალურ კოლექციაზე „ბიბლუსში“ - უგულშემატკივრეთ ჩვენს გუნდს სკოლაშიც და მოედანზეც! - კვირის პალიტრა

ფასდაკლება საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალურ კოლექციაზე „ბიბლუსში“ - უგულშემატკივრეთ ჩვენს გუნდს სკოლაშიც და მოედანზეც!

სასწავლო წელი უკვე დაიწყო, წინ კი ეროვნული ნაკრების მორიგი მნიშვნელოვანი მატჩია! სულ მალე, საქართველო უკრაინას დაუპირისპირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საფეხბურთო ციებ-ცხელება მთელ ქვეყანას მოიცავს.

„ბიბლუსის“ ქსელში საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური პრინტითა და ვიზუალით გაფორმებული ექსკლუზიური სასკოლო ნივთები დაგხვდებათ. PONTO-სა და საქართველოს ეროვნული ნაკრების კოლაბორაციით შექმნილი კოლექცია ყოველ წელს აქტუალური და მოთხოვნადია. 24-26 სექტემბერს კი ეროვნული ნაკრების სრულ კოლექციასა და საქართველოს დროშებზე 30% ფასდაკლება დაგხვდებათ. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა 28 სექტემბერს დაგეგმილ საქართველო-უკრაინის თამაშს ეროვნული ატრიბუტიკით დაესწროთ.

ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა ეროვნული ნაკრების სიყვარული ყოველდღიურობაშიც გადმოიტანონ და გამოხატონ.

კოლექციაში შედის:

  • საქართველოს ნაკრების ზურგჩანთები - ტევადი, გამძლე და კომფორტული მოდელები, ეროვნული ნაკრების სიმბოლიკით;
  • თემატური პენლები - საკანცელარიო ნივთების შესანახად;
  • სპეციალური დიზაინის რვეულები, რომლებზეც ქართველი ფეხბურთელების ფოტოებია გამოსახული.
  • წყლის თერმოსები 3 ფერში.

საქართველოს ნაკრების ზურგჩანთები თავისი პრაქტიკული დიზაინითა და გამძლეობით იდეალურია არა მხოლოდ სკოლის წიგნებისა და რვეულების სატარებლად, არამედ ვარჯიშზე წასასვლელადაც. მასში მარტივად მოათავსებთ სპორტულ ფორმას, ბურთსა თუ წყლის ბოთლს.

1-1789737814.jpg

ზურგჩანთები ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერსა და დიზაინში.

თუ თქვენი შვილი ფეხბურთის გულშემატკივარია, საქართველოს ნაკრების სასკოლო ნივთები შესანიშნავი არჩევანი იქნება.

უგულშემატკივრეთ საქართველოს და ატარეთ თქვენი ქვეყნის სიმბოლიკა სიამაყით.

R