“21-ე სკო­ლის მშობ­ლე­ბო, რო­დე­საც გე­უბ­ნე­ბი­ან რომ სკო­ლა რე­მონტზე იხუ­რე­ბა, უნდა იცო­დეთ, რომ..." - რას წერს ნინო ლომჯარია? - კვირის პალიტრა

“21-ე სკო­ლის მშობ­ლე­ბო, რო­დე­საც გე­უბ­ნე­ბი­ან რომ სკო­ლა რე­მონტზე იხუ­რე­ბა, უნდა იცო­დეთ, რომ..." - რას წერს ნინო ლომჯარია?

ყო­ფი­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ნინო ლომ­ჯა­რია მშობ­ლებს მი­მარ­თავს და სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს, რო­დე­საც რე­მონტზე და­ხუ­რუ­ლი სკო­ლა, რო­მელ­შიც მისი შვი­ლი სწავ­ლობ­და, რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­იხ­სნა.

“21-ე სკო­ლის მშობ­ლე­ბო, რო­დე­საც გე­უბ­ნე­ბი­ან რომ სკო­ლა რე­მონტზე იხუ­რე­ბა, უნდა იცო­დეთ, რომ ეს ნიშ­ნავს იმას, რომ სკო­ლა მრა­ვა­ლი წლით აღარ იფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, თქვენ შვი­ლებს მე­ო­რე და მე­სა­მე სმე­ნებ­ში გა­და­ა­ნა­წი­ლე­ბენ თქვენ­თვის მი­უდ­გო­მელ ად­გი­ლებ­ში. კლა­სე­ბი და­იშ­ლე­ბა, კლა­სე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დე­ბი­ან, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი მეტ­წი­ლად ფორ­მა­ლო­ბა იქ­ნე­ბა… ეს ყვე­ლა­ფე­რი პი­რა­დად მაქვს გა­მოც­დი­ლი…

lomjariasfoto-1789748714.jfif

პ.ს. ფო­ტო­ზე რე­მონ­ტში მყო­ფი 53-ე სკო­ლის ეზოა, სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბით და მტვრით სავ­სე, სა­დაც ჩემი შვი­ლის კლა­სი “ბოლო ზარს” შეხ­ვდა, რად­გან ყვე­ლა სკო­ლამ, სა­დაც “შე­სახ­ლე­ბუ­ლე­ბი” იყ­ვნენ უარი გვი­თხრა ბოლო ზა­რის მათ სივ­რცე­ში აღ­ნიშ­ვნა­ზე - “სივ­რცე ჩვე­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის გვჭირ­დე­ბაო,” - წერს ლომ­ჯა­რია.