Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით - კვირის პალიტრა

Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით

„სენა ავტო ჯგუფი“ - ავტომწარმოებელი კომპანია Chery-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში - მომხმარებელს სთავაზობს ბრენდის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ მოდელს, Chery Tiggo 7 4x4-ს. სრული ამძრავის (4x4) სისტემის მქონე ეს ავტომობილი სპეციალურად შექმნილია მათთვის, ვისთვისაც პირველ ადგილზე დგას მგზავრთა უსაფრთხოება, კომფორტი და ნებისმიერ გზაზე თავდაჯერებული გადაადგილება.

რატომ არის Chery Tiggo 7 4x4 იდეალური არჩევანი ოჯახისთვის

Chery Tiggo 7 4x4 იდეალური არჩევანია ოჯახებისთვის: ტევადი სალონი, უახლესი უსაფრთხოების სისტემები, ინოვაციური ტექნოლოგიები და 4x4 სისტემა უზრუნველყოფს, რომ თქვენმა ოჯახმა იმოგზაუროს მშვიდად და უსაფრთხოდ - როგორც ქალაქის პირობებში, ისე უგზოობასა თუ რთულ კლიმატურ გარემოში.

819075262-1788279339033637-7371705112083039568-n-1790060426.jpg

სპეციალური შეთავაზება „სენა ავტო ჯგუფისგან“ - 20 წლის იუბილის აქცია

კომპანიის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით „სენა ავტო ჯგუფი“ იწყებს სპეციალურ აქციას! სამგზავრო თავგადასავლების კიდევ უფრო სასიამოვნო დასაწყისისთვის, Chery Tiggo 7 4x4-ის შეძენისას მომხმარებელს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს:

● 300 ლიტრი საწვავი საჩუქრად - თქვენი პირველი შთამბეჭდავი მოგზაურობისთვის;

● 1-წლიანი გეგმური სერვისი სრულიად უფასოდ - მაქსიმალური სიმშვიდისა და ფინანსური ოპტიმიზაციისთვის.

806247940-1362860169164220-1080228375122786120-n-1789798383.jpg

100-ზე მეტი გაყიდვა და საერთაშორისო სტანდარტის ხარისხი

კომპანიის მიზანია მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზოს საერთაშორისო სტანდარტის ხარისხი, ინოვაციური ტექნოლოგიები და სრულფასოვანი მომსახურება. 2025 წლის ბოლოდან დღემდე უკვე გაიყიდა 100-მდე ავტომობილი, რაც ახალი ბრენდისთვის მართლაც შთამბეჭდავი შედეგია.

809518630-1078413815037527-3039155785676149658-n-1789798383.jpg

გარანტია, ავტორიზებული სერვისი და მოქნილი დაფინანსება

„სენა ავტო ჯგუფის“ ძირითადი მისიაა მომხმარებელს შესთავაზოს მაღალი ხარისხისა და ოპტიმალური ღირებულების ავტომობილები სრული ქარხნული გარანტიითა და ავტორიზებული სერვისით. Chery Tiggo 7 4x4-ზე ვრცელდება მოქნილი ფინანსური ინსტრუმენტები: შიდა განვადება, ფინანსური და საოპერაციო ლიზინგი პარტნიორ ბანკებთან ერთად, ასევე Trade-in პროგრამა, რაც საშუალებას გაძლევთ, ძველი ავტომობილი ახალი, თანამედროვე კროსოვერით ჩაანაცვლოთ.

808450223-1426448546336354-6118963965599930528-n-1789798383.jpg

გამოსცადეთ Chery Tiggo 7 4x4 ტესტ-დრაივზე

იმისათვის, რომ პირადად დარწმუნდეთ ავტომობილის კომფორტში, მართვადობასა და უსაფრთხოებაში, „სენა ავტო ჯგუფი“ გეპატიჟებათ ტესტ-დრაივზე თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროს. ეწვიეთ Chery-ის ოფიციალურ შოურუმს, გამოსცადეთ ავტომობილი საყვარელ ადამიანებთან ერთად და გახადეთ თქვენი ყოველდღიური მგზავრობა კიდევ უფრო სასიამოვნო.

Chery - შენი ოჯახისთვის.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.cherygeorgia.com - ან დაგვიკავშირდით: 032 255 57 57 / 577 21 15 15.

(R)