"ცოცხალი მხოლოდ ერთი განწირული ყვირილის გამო ვარ: "ელე, არ მომიკვდე!" - რას წერს თუშეთში ავარიის დროს დაშავებული გოგონა? - კვირის პალიტრა

"ცოცხალი მხოლოდ ერთი განწირული ყვირილის გამო ვარ: "ელე, არ მომიკვდე!" - რას წერს თუშეთში ავარიის დროს დაშავებული გოგონა?

თუ­შეთ­ში ორი კვი­რის წინ მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 34 წლის სი­მონ ხე­ჩასშვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ხოლო მან­ქა­ნა­ში მყო­ფი სხვა პი­რე­ბი სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლად გა­და­ურჩნენ.

"ტო­ი­ო­ტას" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­საც სი­მო­ნი მარ­თავ­და და რო­მელ­შიც სულ 5 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და და რამ­დენ­ჯერ­მე ამობ­რუნ­და. სამ­წუ­ხა­როდ სი­მონ ხე­ჩასშვი­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. და­შავ­და ოთხი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც კლი­ნი­კებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. და­შა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან ლა­გო­დე­ხი­დან დები ელე­ნე და ტასო მო­დე­ბა­ძე­ე­ბი.

ერთ-ერთი მათ­გა­ნი ელე­ნე მო­დე­ბა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს."თუკი რა­ი­მემ ერ­თი­ა­ნად ჩა­მო­მა­ბე­რა და და­მა­სუს­ტა ცხოვ­რე­ბა­ში, ჯერ მა­მი­კოს გარ­დაც­ვა­ლე­ბა იყო და მერე ეს ავა­რია. ყვე­ლა­ზე ცუდ სიზ­მარ­შიც კი ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი ამ უკა­ნას­კნელს, თან ჩემ­თვის ძვირ­ფას და ღმერ­თე­ბის სამ­ყო­ფელ თუ­შეთ­ში.

ცო­ცხა­ლი მხო­ლოდ ერთი გან­წი­რუ­ლი ყვი­რი­ლის გამო ვარ: "ელე, არ მო­მიკ­ვდე!" რომ არა ჩემი დის და ჩემი და­ქა­ლის ხმა, და­ნე­ბე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი...

რაც იყო, იყო. ვუძ­ლებ ფი­ზი­კურ ტკი­ვი­ლებს. რამ­დე­ნი­მე თვით და­პა­უ­ზე­ბულ ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას. აუ­ტა­ნელ სიზ­მრებს, რო­მელ­შიც თა­ვი­დან ხდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. გააგრძელეთ კითხვა