"უსიმპტომო ბავშვების მშობლებს კითხვები აქვთ, არიან თუ არა რისკის ქვეშ სხვა ბავშვები ან პაციენტების ოჯახის წევრები..." - რას წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საბავშვო ბაღების აღსაზრდელების სავარაუდო ინტოქსიკაციაზე? - კვირის პალიტრა

"უსიმპტომო ბავშვების მშობლებს კითხვები აქვთ, არიან თუ არა რისკის ქვეშ სხვა ბავშვები ან პაციენტების ოჯახის წევრები..." - რას წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საბავშვო ბაღების აღსაზრდელების სავარაუდო ინტოქსიკაციაზე?

"რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ეპი­და­ფეთ­ქე­ბაა (outbreak) და ბა­ღე­ბის მოვ­ლე­ნა სწო­რედ ასე კვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბა, ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ჯან­დაც­ვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი მუდ­მი­ვად გა­ნახ­ლე­ბად ინ­ფორ­მა­ცი­ას უნდა აწ­ვდიდ­ნენ მო­სახ­ლე­ო­ბას და ჯან­დაც­ვის მუ­შა­კებს" - ამის შე­სა­ხებ ექი­მი ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

მისი თქმით, აშშ-სა და ევ­რო­პის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრე­ბის სა­ი­ტებ­ზე (cdc; ecdc), რო­დე­საც მიმ­დი­ნა­რე ეპი­და­ფეთ­ქე­ბაა, მთა­ვარ გვერ­დზე დევს ხოლ­მე მუდ­მი­ვად გა­ნახ­ლე­ბა­დი ინ­ფორ­მა­ცია."ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ვებგ­ვერ­დებ­ზე ჩა­მუ­ჩუ­მი არ ის­მის მიმ­დი­ნა­რე ეპი­და­ფეთ­ქე­ბის შე­სა­ხებ.

შე­და­რე­ბის­თვის, აშშ-სა და ევ­რო­პის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრე­ბის სა­ი­ტებ­ზე (cdc; ecdc), რო­დე­საც მიმ­დი­ნა­რე ეპი­და­ფეთ­ქე­ბაა, მთა­ვარ გვერ­დზე დევს ხოლ­მე მუდ­მი­ვად გა­ნახ­ლე­ბა­დი ინ­ფორ­მა­ცია იმ დრო­ის­თვის პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ეპიდ- და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის წი­ნას­წა­რი თუ სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ და ასე­ვე გაფრ­თხი­ლე­ბა/რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

პა­ცი­ენ­ტე­ბის, ასე­ვე უსიმპტო­მო ბავ­შვე­ბის მშობ­ლებს და მთელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას უამ­რა­ვი კი­თხვა აქვთ. მა­გა­ლი­თად, აქვთ თუ არა რის­კი სხვა ბავ­შვებს, ან პა­ცი­ენ­ტე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს. გააგრძელეთ კითხვა