წებოს კვალით ამოწმებდნენ, იყო თუ არა ბინა ცარიელი - საბერძნეთში ქართველი მძარცველების ჯგუფი გამოავლინეს, მათ შორის 48 წლის ქალია - კვირის პალიტრა

წებოს კვალით ამოწმებდნენ, იყო თუ არა ბინა ცარიელი - საბერძნეთში ქართველი მძარცველების ჯგუფი გამოავლინეს, მათ შორის 48 წლის ქალია

სა­ბერ­ძნე­თის პო­ლი­ცი­ამ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ძარ­ცვა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფი გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ­ლის წევ­რე­ბიც, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ნე­ბის გა­ქურდვას წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი სქე­მით ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ.

ჯგუ­ფის წევ­რე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად კორ­პუს­ში შე­დი­ოდ­ნენ, სა­სურ­ველ ბი­ნას არ­ჩევ­დნენ და კარ­სა და ჩარ­ჩოს შო­რის წე­ბოს მცი­რე კვალს ტო­ვებ­დნენ. მე­ო­რე დღეს ამოწ­მებ­დნენ, ისევ ად­გილ­ზე იყო თუ არა ის. თუ კვა­ლი უც­ვლე­ლი დახ­ვდე­ბო­დათ, მი­იჩ­ნევ­დნენ, რომ ბი­ნის კარი არა­ვის გა­უ­ღია და მცხოვ­რებ­ლე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ისევ სახ­ლში არ იყ­ვნენ.

საქ­მე­ზე სამი ადა­მი­ა­ნი - 43, 22 და 36 წლის პი­რე­ბი - და­ა­კა­ვეს. კი­დევ ხუთი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 48 წლის ქალი, გა­მო­ძი­ე­ბის საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს. ბერ­ძნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ქალი ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში სახ­ლის დამ­ხმა­რედ მუ­შა­ობ­და და, პო­ლი­ცი­ის ვერ­სი­ით, ჯგუფს ბი­ნე­ბის მცხოვ­რებ­ლე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდი­და.

წე­ბოს პა­ტა­რა კვა­ლი და მარ­ტი­ვი სქე­მა

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯგუ­ფის წევ­რე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად კორ­პუს­ში შე­დი­ოდ­ნენ და პო­ტენ­ცი­ურ სა­მიზ­ნე­ებს არ­ჩევ­დნენ. შერ­ჩე­ულ ბი­ნებ­ზე ისი­ნი კარ­სა და ჩარ­ჩოს შო­რის წე­ბოს მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბას ათავ­სებ­დნენ. მე­ო­რე დღეს იმა­ვე ად­გი­ლას ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. თუ წე­ბოს კვა­ლი ისევ უც­ვლე­ლი იყო, ეს მათ­თვის ნიშ­ნავ­და, რომ კარი არა­ვის გა­უ­ღია და ბი­ნის მცხოვ­რებ­ლე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სახ­ლში არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. გააგრძელეთ კითხვა