"არა­ფერს არ ვნა­ნობ ერთი წა­მით, ეს არ ნიშ­ნავს, რომ რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის აპო­ლო­გე­ტი ვარ"- გიორგი გველესიანის სკანდალური განცხადება - კვირის პალიტრა

"არა­ფერს არ ვნა­ნობ ერთი წა­მით, ეს არ ნიშ­ნავს, რომ რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის აპო­ლო­გე­ტი ვარ"- გიორგი გველესიანის სკანდალური განცხადება

"სპორ­ტი და პო­ლი­ტი­კა ერ­თმა­ნე­თის გა­ნუყ­რე­ლი "მე­გობ­რე­ბი" არი­ან და ამის გა­მი­ჯვნა შე­უძ­ლე­ბე­ლია" - ამის შე­სა­ხებ გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ან­მა საბა სა­პა­ნა­ძეს­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

მრა­ვალ­წლი­ა­ნი სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ეს გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნის პირ­ვე­ლი ვრცე­ლი ინ­ტერ­ვი­უა."ხალ­ხი რო­მე­ლიც ფიქ­რობს, რომ სპორ­ტი და პო­ლი­ტი­კა უნდა გა­ი­მიჯ­ნოს ერ­თმა­ნე­თის­გან, ჩემი აზ­რით, ინ­ფან­ტი­ლუ­რე­ბი არი­ან. იმი­ტომ რომ სპორ­ტი და პო­ლი­ტი­კა ერ­თმა­ნე­თის გა­ნუყ­რე­ლი "მე­გობ­რე­ბი" არი­ან და ამის გა­მი­ჯვნა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამის ბევ­რი მა­გა­ლი­თე­ბი გვაქვს" - აღ­ნიშ­ნა გვე­ლე­სი­ან­მა.

გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ან­მა გა­და­ცე­მა­ში უპა­სუ­ხა წამ­ყვა­ნის შე­კი­თხვას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო კლიპ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხე­ბაც. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ყო­ფილ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა გა­ნა­ცხა­და, ის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ ნა­ნობს."მე როცა ვხე­დავ, რომ ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი საფრ­თხის წი­ნა­შე დგას ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, ვფიქ­რობ, რომ ჩემი ვალი იყო იმ კლიპ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მე ყვე­ლა­ფერ­ში ვე­თან­ხმე­ბი იმ პარ­ტი­ას. ჩემი მო­ტი­ვა­ცი­ე­ბი გა­მაჩ­ნდა. ვი­ღა­ცას შე­საძ­ლოა, ეგო­ნოს, რომ ჩვენ ამა­ში მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ან სხვა სა­ხის პრი­ზი მი­ვი­ღეთ, მაგ­რამ ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რი ტყუ­ი­ლია. მე­ტიც ჩვენ მხო­ლოდ შეგ­ვხვდა გარ­კვე­უ­ლი მარ­გი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის­გან გი­ნე­ბა.

ჩემ შემ­თხვე­ვა­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი ცოტა ადრე და­ი­წყო - 2024 წლის აპ­რილ­ში, როცა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლებს სხვა­დას­ხვა ძა­ლე­ბის­გან გარ­კვე­უ­ლი წნე­ხი ჰქონ­დათ, რომ მხარ­დამ­ჭე­რი პოს­ტე­ბი და გან­ცხა­დე­ბე­ბი და­ე­დოთ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. უმე­ტე­სო­ბამ და­წე­რა, რომ ჩვე­ნი გზა არის ევ­რო­პა­ში და აი, ეს არის აქ­სი­ო­მა. მე დავ­სვი აქ შე­კი­თხვა, რომ არ ვარ ბა­ტო­ნე­ბო ამის წი­ნა­აღ­მდე­გი, მაგ­რამ ვი­ცით, ეს რას მო­უ­ტანს ჩვენს ეკო­ნო­მი­კას? გა­აზ­რე­ბუ­ლი გვაქვს, ეს რას მო­უ­ტანს ჩვენს დე­მოგ­რა­ფი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბას? კი­თხვა და­ის­ვა - რა­ი­მე კავ­შირ­ში შეს­ვლა რა­ტომ არის ჩვე­ნი პა­ნა­ცეა... დღე­საც სა­ჯა­როა ჩემი პოს­ტი. ჯერ კი­დევ მა­შინ ვსა­უბ­რობ­დი, თუ რა მო­აქვს ფო­ბი­ებს, ქსე­ნო­ფო­ბი­ებს, რუ­სო­ფო­ბი­ებს და ზო­გა­დად სხვა­დას­ხვა ფო­ბი­ებს - არა­ფე­რი კარ­გი, რაც ახლა აქ­ტუ­ა­ლუ­რია ჩვენს პო­ლი­ტი­კა­ში" - თქვა გვე­ლე­სი­ან­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის თქმით­ვე, რაც არ უნდა იარ­ლი­ყი მი­ა­კე­რონ, არ ნიშ­ნავს, რომ მმარ­თველ პარ­ტი­ას ყვე­ლა­ფერ­ში ეთან­ხმე­ბა."მა­შინ­დე­ლი ძა­ლე­ბი თავს და­მესხნენ, ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბათ რამე მატ­კი­ნონ, იმი­ტომ რომ მე ჩემი თავ­დაც­ვი­თი მე­ქა­ნიზ­მი მაქვს. რაც არ უნდა იარ­ლი­ყე­ბი მო­მა­კე­რონ, არ ნიშ­ნავს, რომ მმარ­თველ პარ­ტი­ას ყვე­ლა­ფერ­ში ვე­თან­ხმე­ბო­დი ან ვე­თან­ხმე­ბი. მაქვს უამ­რა­ვი შე­კი­თხვა და პრე­ტენ­ზი­ე­ბი. თუმ­ცა იმ კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში ჩემი აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლო ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი საფრ­თხის წი­ნა­შე იდგა. ერთი მხრივ არ­ჩე­ვა­ნი იყო ერთ პარ­ტი­ა­სა და კო­ლექ­ტი­უ­რი ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტე­ებს შო­რის. სხვა­დას­ხვა სა­ხის მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი არ­სე­ბო­ბენ - ყვე­ლა პო­ზა­ში და ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­მო­ჭე­რი­ლი, გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ნამ არ მო­შორ­დე­ბი­ან ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ ველს, ძა­ლი­ან რთუ­ლია რა­ი­მე სი­კე­თე­ზე სა­უ­ბა­რი.

არა­ფერს არ ვნა­ნობ ერთი წა­მით, ეს არ ნიშ­ნავს, რომ რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის აპო­ლო­გე­ტი ვარ. მუ­დამ ვცდი­ლობ­დი, ჩემი აზრი არ და­მე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა. ჩვენ ვი­აზ­რებ­დით, კლიპ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რას ნიშ­ნავ­და. ჩემი მო­ტი­ვა­ცია გა­გან­დეთ, რის­თვის გა­ვა­კე­თე ეს. ვფიქ­რობ, სწო­რი პო­ზი­ცია იყო" - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ან­მა.