ლაბორატორიული კვლევის შედეგები - საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა მასობრივი მოწამვლის მიზეზი ცნობილია - კვირის პალიტრა

ლაბორატორიული კვლევის შედეგები - საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა მასობრივი მოწამვლის მიზეზი ცნობილია

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი მი­უ­თი­თებს, რომ ბა­ღებ­ში, გას­ტრო­ენ­ტე­რი­ტით მიმ­დი­ნა­რე შემ­თხვე­ვა­თა ძი­რი­თა­დი უმ­რავ­ლე­სო­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით ნო­რო­ვირუ­სი იყო.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ეს პა­თო­გე­ნი ვირუ­სუ­ლი გას­ტრო­ენ­ტე­რი­ტე­ბის ძი­რი­თა­დი გა­მომ­წვე­ვია მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ვირუ­სუ­ლი გას­ტრო­ენ­ტე­რი­ტე­ბის 40-45%-ის მი­ზე­ზი სწო­რედ ნო­რო­ვირუ­სია.“17 სექ­ტემ­ბერს სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის აღ­საზ­რდელ­თა შო­რის გას­ტრო­ენ­ტე­რი­ტით მიმ­დი­ნა­რე შემ­თხვე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თა­ნა­ვე, კვლე­ვა­ში და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში ჩა­ერ­თო. პირ­ველ რიგ­ში, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ მო­მენ­ტის­თვის შემ­თხვე­ვე­ბის კლი­ნი­კუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა კე­თილ­სა­ი­მე­დოა, არ­ცერთ შემ­თხვე­ვას არ მოჰ­ყო­ლია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ან სა­ში­ში გარ­თუ­ლე­ბა, ბავ­შვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა უკვე გა­მო­ჯან­სა­ღე­ბის ფა­ზა­შია და მალე და­უბ­რუნ­დე­ბი­ან ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტმს. და­ა­ვა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი მი­უ­თი­თებს, რომ შემ­თხვე­ვა­თა ძი­რი­თა­დი უმ­რავ­ლე­სო­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით ნო­რო­ვირუ­სი იყო. ამას­თან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კვლე­ვე­ბი გრძელ­დე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ინ­ფორ­მა­ცია სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე მი­ე­წო­დე­ბა.

ეს პა­თო­გე­ნი ვირუ­სუ­ლი გას­ტრო­ენ­ტე­რი­ტე­ბის ძი­რი­თა­დი გა­მომ­წვე­ვია მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ვირუ­სუ­ლი გას­ტრო­ენ­ტე­რი­ტე­ბის 40-45%-ის მი­ზე­ზი სწო­რედ ნო­რო­ვირუ­სია. ნო­რო­ვირუ­სი არის ინ­ფექ­ცია, რო­მელ­საც ახა­სი­ა­თებს ღე­ბი­ნე­ბა, მუც­ლის ტკი­ვი­ლი, დი­ა­რეა და ზოგ­ჯერ – ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა. იგი სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში არ არის და რო­გორც წესი, ორ­გა­ნიზ­მი ინ­ფექ­ცი­ას 1-3 დღე­ში თა­ვად უმკლავ­დე­ბა. და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვა წყალ-ელექტრო­ლი­ტუ­რი ბა­ლან­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ნო­რო­ვირუ­სის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია: სწო­რი ჰიდ­რა­ტა­ცია, ორ­გა­ნიზ­მში სი­თხის აღ­დგე­ნა; კვე­ბის რე­ჟი­მის დაც­ვა - მი­ნი­მუმ 3-4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რძის პრო­დუქ­ტე­ბის, ცხი­მი­ა­ნი, შემ­წვა­რი და ცხა­რე საკ­ვე­ბის რა­ცი­ო­ნი­დან ამო­ღე­ბა; დი­ა­რე­ი­სა და ღე­ბი­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა - მხო­ლოდ ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბით.

ამას­თან, ნო­რო­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჰი­გი­ე­ნუ­რი წე­სე­ბის დაც­ვა - ხე­ლე­ბის საპ­ნით და­ბა­ნა მი­ნი­მუმ 20 წა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ზე­და­პი­რე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა. აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ბავ­შვო-სა­აღ­მზრდე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში კვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის შეს­წავ­ლის მიზ­ნით პირ­ვე­ლი­ვე ეტაპ­ზე ჩა­ერ­თო სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი“,-წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც ცი­ციშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კის სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა მაია ჩხა­ი­ძემ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, ამ დრომ­დე მათ კლი­ნი­კა­ში 12 ბავ­შვი მკურ­ნა­ლობ­და დღეს კი 6 მათ­გა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­წე­რის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.