"გაგ­ვიფ­რინ­და ჩვე­ნი სოფო ან­გე­ლო­ზებ­თან…" - რა ხდება ცნობილი მოულოდნელად გარდაცვლილ ახალგაზრდა მასწავლებელზე? - კვირის პალიტრა

"გაგ­ვიფ­რინ­და ჩვე­ნი სოფო ან­გე­ლო­ზებ­თან…" - რა ხდება ცნობილი მოულოდნელად გარდაცვლილ ახალგაზრდა მასწავლებელზე?

მე­გობ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი უმაღ­ლე­სი სკო­ლის პე­და­გოგს სოფო თე­დი­აშ­ვილს ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან.

“ბრწყინ­ვა­ლე და სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა პე­და­გო­გი, სოფო თე­დი­აშ­ვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლა მო­უ­ლოდ­ნე­ლად. სამ­ჯერ ვეს­ტუმ­რე მის სკო­ლას და სა­მი­ვე­ჯერ დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბით დავ­ბრუნ­დი. ბო­ლოს, სულ ახ­ლა­ხან იყო, ზღაპ­რე­ბი რომ წა­ვუ­კი­თხე სო­ფოს მოს­წავ­ლე­ებს.

შეძ­რუ­ლი ვარ.

ამ თვე­ებ­ში მე­ო­რე ახალ­გაზ­რდა მას­წავ­ლე­ბე­ლი წა­ვი­და. ორი­ვე დიდი ენერ­გი­ით და ცოდ­ნით სავ­სე,“ - წერს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა ქა­ლის მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ინ­სულ­ტი გახ­და.“სუ­ლის ზე­ი­მი იყა­ვი...

გაგ­ვიფ­რინ­და ჩვე­ნი სოფო ან­გე­ლო­ზებ­თან… სი­ტყვე­ბი ვერ გა­მო­ხა­ტავს ამ მწუ­ხა­რე­ბას… შენ ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბი ჩვენს გუ­ლებ­ში, ჩვენს ლოც­ვებ­ში და ჩვენს მო­გო­ნე­ბებ­ში… მა­რა­დი­უ­ლი ხსოვ­ნა შენს სულს ჩვე­ნო ფე­რა­დო გო­გოვ, უფალ­მა და­გიმ­კვიდ­როს ცათა სა­სუ­ფე­ვე­ლი…

სოფო დავ­მუნჯდი. ღმერ­თო ეს რა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ამ­ბა­ვი გა­ვი­გე. უფალ­მა გა­გი­ნა­თოს სა­სუ­ფევ­ლის გზა,“ - წე­რენ სოფო თე­დი­აშ­ვი­ლის მე­გობ­რე­ბი.