როგორია რუსეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები?!
რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებში მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთი“ ხმების 57.48%-ით ლიდერობს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტენების 75.31%.
მეორე ადგილზეა “რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია” ხმების 14.03%-ით. “ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ” ხმების 8.75% მიიღო, ხოლო „ახალმა ხალხმა“ - 8.01%. მეხუთე ადგილზეა პარტია „სამართლიანი რუსეთი“ 5.01%-ით.
"ინტერპრესნიუსი"