შოტლანდიის პოლიციამ ძებნა გამოაცხადა საქართველოს კერლინგის ნაკრების ორ წევრზე - მათ ბრალად გაუპატიურება ედებათ - კვირის პალიტრა

შოტლანდიის პოლიციამ ძებნა გამოაცხადა საქართველოს კერლინგის ნაკრების ორ წევრზე - მათ ბრალად გაუპატიურება ედებათ

შოტ­ლან­დი­ის პო­ლი­ცია სა­ქარ­თვე­ლოს კერ­ლინ­გის ნაკ­რე­ბის ორი წევ­რის - 22 წლის შალ­ვა ხა­ჩი­ძი­სა და 33 წლის კახა ამ­ბრო­ლა­ვას ეძებს. ორი­ვე მა­მა­კა­ცი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი. ისი­ნი კილ­მარ­ნო­კის სა­სა­მარ­თლო­ში უნდა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლიყ­ვნენ, თუმ­ცა სხდო­მა­ზე არც ერთი არ მო­ვი­და. ამის შემ­დეგ მათი და­კა­ვე­ბის ორ­დე­რე­ბი გა­ი­ცა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ უცხო­უ­რი მე­დიაწერს.

საქ­მე 2024 წლის აპ­რილ­ში, დუმფრის­ში მომ­ხდარ რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდს უკავ­შირ­დე­ბა. იმ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს კერ­ლინ­გის გუნ­დი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ტურ­ნირ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის შოტ­ლან­დი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.რას ედა­ვე­ბი­ან ქარ­თვეკლ სპორ­ტსმე­ნებს?ხა­ჩი­ძე­სა და ამ­ბრო­ლა­ვას ღა­მის კლუ­ბის ქალ­თა სა­პირ­ფა­რე­შო­ში ქალ­ზე თავ­დას­ხმა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა ედე­ბათ ბრა­ლად. ბრალ­დე­ბის თა­ნახ­მად, მათ ქალი სა­პირ­ფა­რე­შოს კა­ბი­ნა­ში შე­იყ­ვა­ნეს და გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს, რა დრო­საც პირ­ზე ხე­ლებს აფა­რებ­დნენ.

საქ­მე­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დია აღ­წე­რი­ლი. მათ შო­რი­საა ქა­ლე­ბის თვალ­თვა­ლი. რო­გორც გა­მო­ცე­მა The Sun წერს, საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ისი­ნი ქა­ლებს სა­პირ­ფა­რე­შო­ებ­ში მიჰ­ყვე­ბოდ­ნენ, ხოლო მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით უღებ­დნენ.

კი­დევ ერთი ეპი­ზო­დი

ორი­ვე მა­მა­კაცს ასე­ვე ედა­ვე­ბი­ან დუმფრი­სის ერთ-ერთ პაბ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს.

sasamartlo-36062-1789972638.webp

ბრალ­დე­ბის მი­ხედ­ვით, ისი­ნი აგ­რე­სი­უ­ლად იქ­ცე­ოდ­ნენ, პა­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს ეკა­მა­თე­ბოდ­ნენ და მას შემ­დეგ, რაც და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბა მოს­თხო­ვეს, იქ დაბ­რუ­ნე­ბას ცდი­ლობ­დნენ.

საქ­მის მა­სა­ლებ­ში ასე­ვე ფი­გუ­რი­რებს ქა­ლე­ბის გა­ყო­ლის შე­სა­ხებ ბრალ­დე­ბე­ბი. კერ­ძოდ, სა­უ­ბა­რია შემ­თხვე­ვებ­ზე, რო­დე­საც ისი­ნი ქა­ლებს დუმფრი­სის რამ­დე­ნი­მე ქუ­ჩა­ზე, მათ შო­რის High Street-ზე, Queensferry Street-სა და Munches Street-ზე, გაჰ­ყვნენ.

განაგრძეთ კითხვა