ტრაგედია სინდი კროუფორდის ოჯახში - სუპერმოდელის ვაჟი, მოდელი პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ტრაგედია სინდი კროუფორდის ოჯახში - სუპერმოდელის ვაჟი, მოდელი პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა

სუ­პერ­მო­დელ სინ­დი კრო­უ­ფორ­დი­სა და ბიზ­ნეს­მენ რენ­დი გერ­ბე­რის ვაჟი, მო­დე­ლი პრეს­ლი გერ­ბე­რი, 27 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ლოს-ან­ჯე­ლე­სის ოლ­ქის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ნა­წე­რე­ბის თა­ნახ­მად, პრეს­ლი გერ­ბე­რი კვი­რას, 20 სექ­ტემ­ბერს, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ცენ­ტრში გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია.ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ალი ჯენ­კინსმა CBS-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ოჯა­ხი ამ მძი­მე პე­რი­ოდ­ში პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დაც­ვას ითხოვს.

პრეს­ლი გერ­ბე­რი დე­დი­სა და უმ­ცრო­სი დის, კაია გერ­ბე­რის მსგავ­სად, მო­დე­ლი იყო. კა­რი­ე­რა მან მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში და­ი­წყო და პო­დი­უმ­ზე პირ­ვე­ლად Moschino-ს ჩვე­ნე­ბა­ზე გა­მოჩ­ნდა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ისე­თი ბრენ­დე­ბის ჩვე­ნე­ბებ­სა და კამ­პა­ნი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რო­გო­რე­ბი­ცაა Burberry, Dolce & Gabbana და Bottega Veneta.

მისი მამა, რენ­დი გერ­ბე­რი, ბიზ­ნეს­მე­ნია და მსა­ხი­ობ ჯორჯ კლუ­ნის­თან ერ­თად ტე­კი­ლას ბრენდ Casamigos ფლობს.

presley-gerber-092026-3-db2c3f7a476a429e9faa94b8f7748f43-36475-1789973795.jpg

ბოლო წლებ­ში პრეს­ლი გერ­ბე­რი ღიად სა­უბ­რობ­და ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებ­სა და ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბა­ზე. 2023 წელს Studio 22-ის პოდ­კას­ტში მან სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, თუნ­დაც ერთი ადა­მი­ა­ნის დახ­მა­რე­ბა, რო­მე­ლიც მსგავს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

განაგრძეთ კითხვა