"ქალი მიწასთან გაასწორეს" - რას წერს ქართველი ემიგრანტი, რომელიც დაჭრილი პედაგოგის ოჯახში მუშაობდა - კვირის პალიტრა

"ქალი მიწასთან გაასწორეს" - რას წერს ქართველი ემიგრანტი, რომელიც დაჭრილი პედაგოგის ოჯახში მუშაობდა

13 წლის მოს­წავ­ლემ რომ­ში მას­წავ­ლებ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ თავ­დას­ხმა წი­ნას­წარ და­გეგ­მა - შე­ი­ა­რაღ­და ორი და­ნით, გა­ი­კე­თა ჩა­ფხუ­ტი, და­ი­მაგ­რა კა­მე­რა - შემ­დეგ მას­წავ­ლე­ბელს სა­ხე­ზე სპრეი შე­ას­ხა და სამი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. მისი მი­ზა­ნი იყო ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ე­ღო და ონ­ლა­ინ გა­ევ­რცე­ლე­ბი­ნა. ქალი გა­დარ­ჩა, თუმ­ცა ახლა გა­მო­ძი­ე­ბა კი­დევ ერთ ვერ­სი­ას ამოწ­მებს - ხომ არ იდგა მო­ზარ­დის უკან ონ­ლა­ინ ჯგუ­ფი ან ვინ­მე, ვინც მას თავ­დას­ხმის­კენ უბიძ­გებ­და.

შემ­თხვე­ვა რო­მის, Centocelle-ის რა­ი­ონ­ში, Giovanni Verga-ს სკო­ლა­ში 18 სექ­ტემ­ბერს მოხ­და. 66 წლის ის­ტო­რი­ი­სა და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი საგ­ნე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი იზა­ბე­ლა მარ­სი­ლიო საკ­ლა­სო ოთახ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც 13 წლის მოს­წავ­ლე შე­ვი­და და მას თავს და­ეს­ხა.წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი და­ნა­შა­უ­ლიმო­ზარ­დი სკო­ლა­ში დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ვი­და და ჩან­თა­ში ორი დანა ჰქონ­და. პირ­და­პირ საკ­ლა­სო ოთახ­ში არ შე­სუ­ლა - ჯერ სა­პირ­ფა­რე­შო­ში შე­ვი­და, სა­დაც თავ­დას­ხმის­თვის მო­ემ­ზა­და. მას ეკე­თა ჩა­ფხუ­ტი, რო­მელ­ზეც კა­მე­რა იყო და­მაგ­რე­ბუ­ლი, ჩა­იც­ვა ხელ­თათ­მა­ნე­ბი, აიღო წი­წა­კის სპრეი და და­ნე­ბი ტან­საც­მელ­ში და­მა­ლა. შემ­დეგ კი საკ­ლა­სო ოთა­ხის­კენ წა­ვი­და.

italia3-40777-1789975919.webp

იტა­ლი­უ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, მო­ზარ­დი ონ­ლა­ინ კონ­ტაქ­ტობ­და გარ­კვე­ულ პი­რებ­თან და თავ­დას­ხმის გა­და­ღე­ბას ცდი­ლობ­და. გა­მო­ძი­ე­ბამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი ტე­ლე­ფო­ნი­დან ჩა­თე­ბის შეს­წავ­ლა და­ი­წყო.

თავ­დას­ხმამ­დე მას ონ­ლა­ინ ჩატ­ში გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია შე­ტყო­ბი­ნე­ბა:

"ბი­ჭე­ბო, მერე სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბას უყუ­რეთ.“

შემ­დეგ კა­მე­რა ჩარ­თო.

განაგრძეთ კითხვა