გაიაფდა თუ არა ოქრო საქართველოში?! - კვირის პალიტრა

გაიაფდა თუ არა ოქრო საქართველოში?!

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი მცირდება, ვერცხლი კი ძვირდება.

Gold Price-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათისთვის, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებამ დღიურ ჭრილში 23 დოლარით დაიკლო და 4 353 დოლარი გახდა. დღიურად ოქრო 0.56%-ითაა გაიაფებული.

ამავე მონაცემებით, ძვირფასი ლითონის ღირებულებამ ბოლო 1 თვეში 5.62%-ით დაიკლო, წლიურად კი ოქროს ფასი 17.04%-იან ზრდას აჩვენებს.

რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნცია ვერცხლის ღირებულება დღიურად 0.22%-ით არის გაზრდილი და 66.24 დოლარს შეადგენს.

რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?

ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 346.2 ლარია, 750 სინჯის - 259.7 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 202.5 ლარი ღირს.

განაგრძე კითხვა