“არ მე­გო­ნა, რომ ხელ­გაშ­ლი­ლი შემ­ხვდე­ბო­და, ჩა­მე­ხუ­ტე­ბო­და და მე­ტყო­და: "ვა­ი­მე, შვი­ლო, ეს რა და­გე­მარ­თა“ - თამუნა მუსერიძის “სახალხო ინტერვიუ“ - კვირის პალიტრა

“არ მე­გო­ნა, რომ ხელ­გაშ­ლი­ლი შემ­ხვდე­ბო­და, ჩა­მე­ხუ­ტე­ბო­და და მე­ტყო­და: "ვა­ი­მე, შვი­ლო, ეს რა და­გე­მარ­თა“ - თამუნა მუსერიძის “სახალხო ინტერვიუ“

Ambebi.ge-სა და "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ მო­რი­გი სტუ­მა­რი იყო ჟურ­ნა­ლის­ტი და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "ვე­ძებ“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე. მან მის­თვის გა­მოგ­ზავ­ნილ შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა. გთა­ვა­ზობთ ტე­ლე­ინ­ტერ­ვი­უს სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დე­ბის ელექტრო­ნულ ვერ­სი­ას, ხოლო "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ სრუ­ლი გა­და­ცე­მის ნახ­ვას მი­თი­თე­ბულ ბმულ­ზე შეძ­ლებთ.

თა­მა­რი:

- თა­მუ­ნა, მო­გე­სალ­მე­ბით. პა­ტივს გცემთ... მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გო­რი ბავ­შვი იყა­ვით - გა­იხ­სე­ნეთ თქვე­ნი ბავ­შვო­ბა?

- ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან კარ­გი ბავ­შვი. ვფიქ­რობ, მშობ­ლე­ბის გად­მო­სა­ხე­დი­დან ძა­ლი­ან მშვი­დი, დამ­ჯე­რი, წყნა­რი და არა რთუ­ლად აღ­საზ­რდე­ლი - პრობ­ლე­მუ­რი. გარ­და­ტე­ხის ასაკ­შიც კი ძა­ლი­ან დამ­ჯე­რი ვი­ყა­ვი. ეს, დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან რამ­დე­ნად კარ­გია ბავ­შვის­თვის, არ ვიცი, მაგ­რამ, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჩემი მშობ­ლე­ბის­თვის კარ­გი შვი­ლი ვი­ყა­ვი.

აღ­ზრდის ცოტა მკაც­რი მე­თო­დი ჰქონ­დათ, თუმ­ცა ჩემი მშობ­ლე­ბი თა­მა­შობ­დნენ "ცუდ პო­ლი­ცი­ელ­სა“ და "კარგ პო­ლი­ცი­ელს“ - ალ­ბათ ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა ოჯახ­ში. მამა იყო ყო­ველ­თვის დამთმო­ბი და ყვე­ლა­ფერ­ზე მე­უბ­ნე­ბო­და: "თა­მუ­ნა, არა უშავს“, დე­და­ჩე­მი კი მიკ­რძა­ლავ­და რა­ღა­ცებს. თუმ­ცა ზუს­ტად ვიცი, რომ მა­მა­ჩე­მი ამას იმი­ტომ აკე­თებ­და, რომ იცო­და, დე­და­ჩე­მის აზრს ვერ გა­და­ვი­დო­და და ჩემ­თვის რა­ღაც­ნა­ი­რად გული რომ გა­ე­ხა­რე­ბი­ნა.

­museridze1-50410-1789986512.jpg

თინათი­ნი:

- დედა ექი­მი იყო და ხომ არ ჰქონ­და სურ­ვი­ლი, რომ მის გზას გაჰ­ყო­ლო­დით?

- დედა ექი­მი იყო და დე­და­ჩე­მის უდი­დე­სი სურ­ვი­ლი იყო, რომ სა­მე­დი­ცი­ნო­ზე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. მისი ყვე­ლა მე­გო­ბა­რი ექი­მი გახ­ლდათ და მე­უბ­ნე­ბო­და: "ძა­ლი­ან ხელს შე­გი­წყობ ამ კუ­თხით, თუ წახ­ვალ“. თან, მით უმე­ტეს, 90-იან წლებ­ში დიდი ჩა­წყო­ბე­ბი იყო ყვე­ლა­ფერ­ში, თუნ­დაც სამ­სა­ხუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, და მე­უბ­ნე­ბო­და: "გა­გიხ­სნი შენს კლი­ნი­კას, იმუ­შა­ვებ ისე, რომ პრობ­ლე­მე­ბი არ შე­გექ­მნე­ბა და არ მო­გი­წევს გზის თა­ვი­დან გავ­ლა“. მაგ­რამ, მის კვალს არ და­ვა­დე­ქი და ჩა­ვა­ბა­რე ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე.

ზუ­რა­ბი:

- ხომ არ გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი თქვენს მშობ­ლებ­ზე იმის გამო, რომ სა­ნამ ცო­ცხლე­ბი იყ­ვნენ, არ გი­თხრეს, რომ მათი ბი­ო­ლო­გი­უ­რი შვი­ლი არ იყა­ვით?

- ჩემს მშობ­ლებს არაფ­რის გამო არ ვემ­დუ­რი. ეჭვი არას­დროს მქო­ნია, რომ მათი შვი­ლი არ ვი­ყა­ვი იმი­ტომ, რომ ისე და ისეთ სიყ­ვა­რულ­ში გამ­ზარ­დეს, არ მგო­ნია, თუ აყ­ვა­ნი­ლი შვი­ლი შე­იძ­ლე­ბა ასეთ სიყ­ვა­რულ­ში გა­ი­ზარ­დოს.

museridze2-50441-1789986637.jpg

ნიკა:

- რა მო­ლო­დი­ნი გქონ­დათ, რო­დე­საც ბი­ო­ლო­გი­უ­რი დე­დის ძებ­ნა და­ი­წყეთ, რო­გო­რი წარ­მო­გედ­გი­ნათ ის?

- რო­დე­საც ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლის ძებ­ნა და­ვი­წყე, რა მო­ლო­დი­ნიც მქონ­და, ზუს­ტად ის მო­ლო­დი­ნი გა­მარ­თლდა. არ მე­გო­ნა, რომ ხელ­გაშ­ლი­ლი შემ­ხვდე­ბო­და, ჩა­მე­ხუ­ტე­ბო­და და მე­ტყო­და: "ვა­ი­მე, შვი­ლო, ეს რა და­გე­მარ­თაო“. ვგრძნობ­დი, ალ­ბათ, ში­ნა­გა­ნად.

ყვე­ლა­ზე დიდი უც­ნა­უ­რო­ბა ჩემი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ოჯა­ხის ძებ­ნი­სას აღ­მოჩ­ნდა ის, რა­ზეც დღეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ყუ­რა­დღე­ბაა მი­პყრო­ბი­ლი - სა­უ­ბა­რი მაქვს ბავ­შვე­ბის მო­პარ­ვის სქე­მა­ზე, რო­მე­ლიც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბით 1950 წლი­დან ხდე­ბო­და.

განაგრძეთ კითხვა