“და­ზუს­ტე­ბით ვიცი, რომ ქა­თა­მი, რო­მე­ლიც სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში მი­ი­ტა­ნეს, აყ­რო­ლე­ბუ­ლი და უვარ­გი­სი იყო. სა­ა­გენ­ტო გას­ცემ­და რე­კო­მენ­და­ცი­ას, რომ ხორ­ცი მი­ე­ღოთ და გა­ე­რე­ცხათ“ - ლაშა ფა­რუ­ლა­ვა - კვირის პალიტრა

“და­ზუს­ტე­ბით ვიცი, რომ ქა­თა­მი, რო­მე­ლიც სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში მი­ი­ტა­ნეს, აყ­რო­ლე­ბუ­ლი და უვარ­გი­სი იყო. სა­ა­გენ­ტო გას­ცემ­და რე­კო­მენ­და­ცი­ას, რომ ხორ­ცი მი­ე­ღოთ და გა­ე­რე­ცხათ“ - ლაშა ფა­რუ­ლა­ვა

“და­ზუს­ტე­ბით ვიცი, რომ ქა­თა­მი, რო­მე­ლიც სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში მი­ი­ტა­ნეს, აყ­რო­ლე­ბუ­ლი და უვარ­გი­სი იყო. ცენ­ტრა­ლუ­რი უბ­ნე­ბის ბა­ღებ­ში პრო­დუქ­ცია არ მი­ი­ღეს და რო­დე­საც სა­ა­გენ­ტოს­თან ამ­ყა­რებ­დნენ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, სა­ა­გენ­ტო გას­ცემ­და რე­კო­მენ­და­ცი­ას, რომ ხორ­ცი მი­ე­ღოთ და გა­ე­რე­ცხათ“, - ამის შე­სა­ხებ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ლაშა ფა­რუ­ლა­ვამ “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა “რე­ზი­უ­მე­ში” ბაგა-ბა­ღის ბავ­შვე­ბის ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

ფა­რუ­ლა­ვა მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას თბი­ლი­სის მერს, კახა კა­ლა­ძეს აკის­რებს და აცხა­დებს, რომ ის, რაც ბაგა-ბა­ღებ­ში მოხ­და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ბი­ო­ტე­რო­რიზ­მია.“ამ წუ­თებ­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბი საქ­მის ჩა­ფარ­ცხვას აგ­რძე­ლე­ბენ, ვი­ნა­ი­დან, ყუ­რა­დღე­ბა მომ­წო­დებ­ლებ­ზე გა­და­ი­ტა­ნეს, ვინც სა­ბავ­შვო ბა­ღებს აწ­ვდის პრო­დუქ­ცი­ას, თუმ­ცა პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ დამ­დგა­რა არც კახი კა­ლა­ძი­სა და არც გუ­რამ ოქ­რო­პი­რი­ძის, რო­მე­ლიც სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში არა მხო­ლოდ კვე­ბა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, არა­მედ სა­თა­ნა­დო პი­რო­ბებ­ზე. ის არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი, მის ხელ­ში არის ფაქ­ტობ­რი­ვად 280 მი­ლი­ო­ნი ლარი, თბი­ლი­სე­ლე­ბის ფული, რო­მე­ლიც ამ სის­ტე­მის­თვის არის გა­მო­ყო­ფი­ლი და აქე­დან 216 მი­ლი­ო­ნი იხარ­ჯე­ბა კვე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე, თუმ­ცა პრაქ­ტი­კა, რო­მე­ლიც ბოლო პე­რი­ოდ­ში ხდე­ბა, სწო­რედ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ შეც­ვა­ლა, რო­მელ­მაც შეს­ყიდ­ვის უფ­ლე­ბა წა­არ­თვა სა­ა­გენ­ტოს, და­უ­ტო­ვა მხო­ლოდ კონ­ტრო­ლის უფ­ლე­ბა და ეს შეს­ყიდ­ვა გა­და­ე­ცა სა­ა­გენ­ტოს, რო­მე­ლიც ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ შექ­მნა.

კახი კა­ლა­ძეს აქვს ძა­ლი­ან მძი­მე წარ­სუ­ლი, მის­მა უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბამ და და­ნა­შა­უ­ლებ­რივ­მა გულ­გრი­ლო­ბამ არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა დე­და­ქა­ლაქ­ში. ყვე­ლას შე­ვახ­სე­ნებ, რა მოხ­და წყნეთ­ში, რო­დე­საც სკვე­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ღია სა­დენ­მა მო­ზარ­დის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა; მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლი მე­რი­ის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბამ შე­ი­წი­რა; რი­ყის დო­ქებ­თან მო­ზარ­დის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა იმ უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვამ, რო­მელ­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის უფ­ლე­ბაც სწო­რედ თბი­ლი­სის მე­რი­ას აქვს და არ დაგ­ვა­ვი­წყდეს, რა მოხ­და დე­ზერ­ტი­რე­ბის ბა­ზარ­თან, სა­დაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნი რე­კავ­და 112-ში და ამ საფრ­თხის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბას აგ­ზავ­ნი­და. არა­ვინ და­ინ­ტე­რეს­და და არა­ვინ შე­ა­მოწ­მა, რომ სა­ხუ­რა­ვი იყო გაბ­ზა­რუ­ლი, რომ­ლის ჩა­მო­ვარ­დნა­მაც ორი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. ეს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბაა, რომ­ლის უკა­ნაც კახი კა­ლა­ძი­სა და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” კო­რუფ­ცი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი დგას.