აშშ-ის წამყვანმა ტელეარხებმა დონალდ ტრამპს ბოიკოტი გამოუცხადეს - თეთრმა სახლმა Trump TV აამოქმედა - კვირის პალიტრა

აშშ-ის წამყვანმა ტელეარხებმა დონალდ ტრამპს ბოიკოტი გამოუცხადეს - თეთრმა სახლმა Trump TV აამოქმედა

აშშ-ის წამყვანმა ტელეარხებმა - FOX News Media-მ, ABC News-მა, CBS News-მა, CNN-მა და NBC News-მა - განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მონაწილეობით გამართული ღონისძიებების გაშუქებას წყვეტენ მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციამ რამდენიმე მედიასაშუალების ჟურნალისტებს თეთრი სახლის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.

ტელეარხებმა განაცხადეს, რომ გაშუქებას აღნიშნული მედიასაშუალების მიმართ სოლიდარობის ნიშნად წყვეტენ.

ამის შემდეგ თეთრმა სახლმა ინტერნეტსივრცეში საკუთარი პლატფორმა „ტრამპის ტელევიზია“ (Trump TV) აამოქმედა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის ღონისძიებებს 24-საათიან რეჟიმში გადასცემს.

„მიიღეთ განახლებები რეალურ დროში და პირდაპირი ტრანსლაციები უშუალოდ თქვენს ტელეფონზე ზედმეტი ხმაურის გარეშე. მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეები - პირდაპირ ტრამპის ადმინისტრაციისგან“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა