“როგორც მსახიობი მომწონდა, მაგრამ დიდწილად არ ვურთიერთობდი... არც ვმეგობრობდი ჟანრისთან“ - თათული დოლიძე ქორწინებაზე, შვილებსა და შვილიშვილებზე - კვირის პალიტრა

“როგორც მსახიობი მომწონდა, მაგრამ დიდწილად არ ვურთიერთობდი... არც ვმეგობრობდი ჟანრისთან“ - თათული დოლიძე ქორწინებაზე, შვილებსა და შვილიშვილებზე

ცნობილი მსახიობი თათული დოლიძე, რომელსაც მაყურებელი რუსთაველის თეატრში შესრულებული როლებით და ასევე სატელევიზიო პროექტებით იცნობს, "იმედის დღეში" ეკო ფანგანის რუბრიკის "ფილტრის გარეშე" სტუმარი იყო. ისაუბრა ბავშვობაზე, მშობლებზე, მეუღლეზე, შვილებსა და კარიერაზე (ქალბატონ თათულის ორი შვილი ჰყავს - ქალ-ვაჟი, სალომე და გიორგი).

tatuli4-1789669575-1790059046.png

ქალბატონი თათული 1952 წელს დაიბადა თბილისში. სკოლის დამთავრებისთანავე ჩააბარა თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. თეატრში შეხვდა მომავალ მეუღლეს - მსახიობ ჟანრი ლოლაშვილს.

tatuli40-1789669574-1790059075.png

- როგორც მსახიობი მომწონდა, მაგრამ დიდწილად არ ვურთიერთობდი. არც ის. არც ვმეგობრობდი ჟანრისთან. მერე თემურ ჩხეიძემ დადგა „ქალის ტვირთი“ და ვთამაშობდი ქეთევანს. მაშინ გავიცანი უფრო ჟანრი. მერე ნელ-ნელა, ნელ-ნელა რაღაცნაირად, არ ვიცი, როგორ მოხდა... რატომღაც მახსოვს, რომ მაინც ჟანრისგან დაიწყო ეს ამბავი. რაღაცა ასე მახსოვს და შეიძლება ვცდები, არ ვიცი. ერთ წელიწადში თუ წელიწად-ნახევარში

განაგრძეთ კითხვა და ფოტოების დათვალიერება