"კაცი ყვი­რო­და, რომ მოკ­ვლას უპი­რებ­დნენ" - რა კავშირი აქვს საქართველოს 7 მოქალაქეს ესპანეთში აღმოჩენილ "წამების ოთახთან? - რას წერს უცხოური მედია - კვირის პალიტრა

"კაცი ყვი­რო­და, რომ მოკ­ვლას უპი­რებ­დნენ" - რა კავშირი აქვს საქართველოს 7 მოქალაქეს ესპანეთში აღმოჩენილ "წამების ოთახთან? - რას წერს უცხოური მედია

ეს­პა­ნე­თის ქა­ლაქ ეს­ტე­პო­ნა­ში პო­ლი­ცი­ამ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ე.წ. წა­მე­ბის ოთა­ხი აღ­მო­ა­ჩი­ნა, სა­ი­და­ნაც ორი მა­მა­კა­ცი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. გა­მო­ძი­ე­ბის მი­ხედ­ვით, ისი­ნი სას­ტი­კად იყ­ვნენ ნა­ცე­მი და სახ­ლში ძა­ლით ჰყავ­დათ გა­მო­კე­ტი­ლი.

საქ­მე­ზე შვი­დი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. ეს­პა­ნუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან. სახ­ლში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ასე­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნეს ორი AK-47 ტი­პის ავ­ტო­მა­ტი და პის­ტო­ლე­ტე­ბი.

ყვე­ლა­ფე­რი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ერთ-ერთი მა­მა­კა­ცი, მა­რო­კოს მო­ქა­ლა­ქე, სა­მუ­შა­ოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რის­თვის ეს­ტე­პო­ნა­ში მდე­ბა­რე სახ­ლში წა­ვი­და. მან პარტნი­ორს წი­ნას­წარ უთხრა, რომ თუ და­ახ­ლო­ე­ბით 20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მის­გან არა­ფე­რი ეცო­დი­ნე­ბო­და, პო­ლი­ცი­ის­თვის და­ე­რე­კა.

მა­მა­კა­ცის­გან შე­ტყო­ბი­ნე­ბის მო­ლო­დინ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 40 წუთი გა­ვი­და. ქალი შეშ­ფოთ­და, რომ მისი პარტნი­ო­რი შე­საძ­ლოა, საფრ­თხე­ში ყო­ფი­ლი­ყო და ეს­პა­ნე­თის ეროვ­ნულ პო­ლი­ცი­ა­ში და­რე­კა.

პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟი მი­სა­მარ­თზე მა­ლე­ვე მი­ვი­და. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს კარი არა­ვინ გა­უ­ღო და სახ­ლი­დან პა­სუ­ხიც არ იყო. იმის ში­შით, რომ შე­ნო­ბა­ში შე­საძ­ლოა მძი­მე და­ნა­შა­ულს ჩა­დი­ოდ­ნენ, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ღო­ბე­ზე გა­დაძ­რო­მა გა­და­წყვი­ტეს.

სწო­რედ ამ დროს სახ­ლი­დან ერთ-ერთი მა­მა­კა­ცი გა­მო­ვი­და. ის შიშ­ვე­ლი და სის­ხლი­ა­ნი იყო, ეს­პა­ნუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, კაცი ყვი­რო­და, რომ მოკ­ვლას უპი­რებ­დნენ. პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა მა­შინ­ვე და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლე­ბი გა­მო­ი­ძა­ხეს და სახ­ლში შე­ვიდ­ნენ.

ოთა­ხი მთლი­ა­ნად პლას­ტი­კით იყო და­ფა­რუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის წი­ნა­შე შემ­ზა­რა­ვი სუ­რა­თი გა­და­ი­შა­ლა.

ერთ-ერთი ოთა­ხი ია­ტა­კი­დან კედ­ლე­ბამ­დე პლას­ტი­კის ფე­ნით იყო და­ფა­რუ­ლი. ოთახ­ში აღ­მოჩ­ნდა სხვა­დას­ხვა ნივ­თი, მათ შო­რის ხელ­სა­წყო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც, გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბის­თვის შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

ოთახ­ში კი­დევ ერთი მა­მა­კა­ცი იპო­ვეს. ის სკამ­ზე იყო მიბ­მუ­ლი და სხე­ულ­ზე სის­ხლი­სა და და­ზი­ა­ნე­ბე­ბის კვა­ლი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ეს­პა­ნუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი­დან ერთი ეს­პა­ნე­თის, ხოლო მე­ო­რე - მა­რო­კოს მო­ქა­ლა­ქეა. გააგრძელეთ კითხვა