თურქეთში მეცხრეკლასელმა სკოლასთან სროლა ატეხა - დაჭრილია 10 მოსწავლე - კვირის პალიტრა

თურქეთში მეცხრეკლასელმა სკოლასთან სროლა ატეხა - დაჭრილია 10 მოსწავლე

თურქეთის ერთ-ერთ სკოლასთან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა - დაშავდა 10 მოსწავლე, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, თავდასხმა მანისას პროვინციის თურგუთლუს რაიონში მდებარე ერთ-ერთი საშუალო სკოლის წინ მოხდა.

გუბერნატორის განცხადებით, დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

შეიარაღებულმა თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცავებმა დააკავეს.

თავდამსხმელი იმავე სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეა.

"ინტერპრესნიუსი"