“დარ­ტყმის შემ­დეგ იგი უძ­ლი­ე­რეს ტკი­ვილს გრძნობ­და...“ - წყვილს სეირნობის დროს ელვამ დაარტყა: ისინი შემთხვევით გამვლელებმა გადაარჩინეს - კვირის პალიტრა

“დარ­ტყმის შემ­დეგ იგი უძ­ლი­ე­რეს ტკი­ვილს გრძნობ­და...“ - წყვილს სეირნობის დროს ელვამ დაარტყა: ისინი შემთხვევით გამვლელებმა გადაარჩინეს

ფლო­რი­და­ში, 17-წლი­ან ქორ­წი­ნე­ბა­ში მყო­ფი წყვი­ლი სა­სე­ირ­ნოდ, ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი მი­დი­ო­და, რო­დე­საც მათ ელ­ვამ და­არ­ტყა. 43 წლის ქა­ლი­სა და 48 წლის მა­მა­კა­ცი გამ­ვლე­ლებ­მა გა­და­არ­ჩი­ნეს, რომ­ლებ­მაც და­შა­ვე­ბულს პირ­ვე­ლი დახ­მა­რე­ბა მო­მენ­ტა­ლუ­რად აღ­მო­უ­ჩი­ნეს.

mexi-69905-1790065049.jpg

48 წლის აა­რონ ვა­ლენ­გა და მისი 43 წლის მე­უღ­ლე, კლერ ვა­ლენ­გა, ცენ­ტრა­ლურ ფლო­რი­და­ში, West Orange Trail-ის ბი­ლიკ­ზე სე­ირ­ნობ­დნენ. მა­ნამ­დე წყვილ­მა სამი შვი­ლი ად­გი­ლობ­რივ ეკ­ლე­სი­ა­ში და­ტო­ვა. სწო­რედ სე­ირ­ნო­ბი­სას და­არ­ტყა მათ ელ­ვამ.

აა­რონ ვა­ლენ­გას თქმით, დარ­ტყმის შემ­დეგ იგი უძ­ლი­ე­რეს ტკი­ვილს გრძნობ­და და ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მას ვერ ახერ­ხებ­და.

“მინ­დო­და კლერ­თან მივ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ უბ­რა­ლოდ ვერ ვდგე­ბო­დი, სხე­ულს ვერ ვა­მოძ­რა­ვებ­დი და გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლი მქონ­და“, - იხ­სე­ნებს მა­მა­კა­ცი.

განაგრძეთ კითხვა